ნეტავ, ზაფხულშიც მოვიდეს თოვლი


როგორც ზაფხულში არ მოვა თოვლი,
ჩემი ფიქრები არ მოვა შენთან, 
მგონია გავხდი სამყაროს ტოლი
და მინდა ნისლის ფერებთან შერთვა.
ნეტავ ეს ნისლი ერთხელ განახა,
ნისლი კი არა, უშენო დარდი,
ნეტავი ვიქცე  ცვრიან ბალახად,
იმ ქუჩის, სადაც  უფალი დადის. 
ჰგავს  ახლა თმენა პეშვის ავსებას,
ყველა შენდობა გახდა გვიანი,
რა  საბრალოა   “ყველა არსება”
და არა მხოლოდ ადამიანი.
სავსეა  ცრემლით დუმილის ჰოლი,
ლურჯი კი არა, ზეცაა ლუში, 
ნეტავ, ზაფხულშიც მოვიდეს თოვლი,
ნეტავ, ზამთარშიც აყვავდეს ნუში!

მარიამ მოლაშხია (მერი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი