იცი, ენძელა ჩნდება თოვლიდან
იცი, ენძელა ჩნდება თოვლიდან, ის გაზაფხულის საწინდარია, მთებზე ნისლები შემოწოლილან, და შემოუკრავთ შავი მანტია, მინდა შევიგრძნო სითბო ციური, როგორ მომბეზრდა ახლა ზამთარი, არ მინდა ტკბობა, ფუგაციური, არ მინდა რწმენა, გარდამავალი… რადგან ენძელა ჩნდება თოვლიდან, მეც შემიძლია ნაღველში გავჩნდე, თუკი ერთ დღესაც გადაწონიან, სიტყვები - გულში ჩამარხულ სათქმელს… ჰო, პოეტებსაც უყვართ ვარდები… მარტო ვარ, იქნებ ასე ჯობია, მაგრამ ვერაფრით გავუმკლავდები, შემოკედლებულ მონოფობიას… იცი, ენძელა ჩნდება თოვლიდან, ენძელა, ზამთარს არაფერს ართმევს… მჯერა, რომ ერთ დღეს გადაწონიან სიტყვები - გულში ჩამარხულ სათქმელს. მარიამ მოლაშხია (მერი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი