* * *


შეფარულია ყვითელ-მწვანეში, 
უზარმაზარი სოფლის გორები,
მომჩერებიან პირქუშ სახეში,
ვით შენი თმები ჩასაკონები.

ვფიქრობ რომ ოდეს დაიწყოს ომი,
მე წავიდოდი ოქტომბრის ღამეს,
ნახევარ ლიტრი მაგარი რომი, 
და შენი ცრემლი შეცვლიდა რამეს?

გადავიგდებდი ზურგზე იარაღს,
და შევცურავდი ბნელ ურაგანში,
მოვბანდი ცრემლით მხარზე იარას,
და ვიცხოვრებდით პატარა სახლში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი