რისთვის? ვისთვის?


ვისთვის ვწერ ლექსებს? მე ხომ მარტო ვარ,
არა მყავს მიჯნურ ჩავკიდო ხელი,
ღმერთო ერთსა გთხოვ მომეცი ნება,
პირველ სიყვარულს დავუდგა ძეგლი.

ავღმართო სვეტი, მოვექცე ზემოთ,
გავხედო ლურჯ ცას და შორს ჰორიზონტს,
ღამის პირ გატყდა, ჩამოდგა ნისლი,
ისევ მოველი, ვუცდი გულის სწორს.

ერთი წერილიც გამახარებდა,
არ იქნებოდა მასზე ძვირფასი,
ათასი ბროლი, მილიონ ოქრო,
ვინც იცის ფასი, ვინც იცის ფასი 
                                         მიჯნურობისა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი