* * *


აგვისტოს ქარი ჰბერავს ტალავერს,
ღამის თორმეტზე ვუცქერ ორიონს,
როცა გხვდებოდი შენ ერთს სანატრელს,
ამ შემართებით ვსერავდი რიონს.

მოგახურებდი დიდ თბილ სამოსელს,
გაგიტაცებდი ქაჯეთის კოშკში,
ვიცი მე ბევრით ვერ გაგაოცებ,
და ვერ ჩაგაგდებ იისფერ შოკში.

თუმც გადაივლის ეს ურაგანი,
ცაზე გაჩნდება ფერადი შვება,
მარტო გავივლი მუხლამდის თოლში,
შენს თმებზე ფიქრი არ შემეშვება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი