ნუ ჰკადრებ


არ შეიძლება ღვთის შვილს აკადრო,
და უთხრა სიტყვა გულგასატეხი,
მის თვალში სევდას ამოიკითხავ, 
ის გერჩივნება დაგეცეს მეხი.

ნუ ჰკადრებ ქალსა ავსა სიტყვასა,
ნურცა კაცს - ულვაშ აბიბინებულს,
ბედი დაგატეხს ყინვის სეტყვასა,
ცხელსა ტანზედა აშიშინებულს.

გაგეღვიძება შუაღამისას,
ფიქრებით წახვალ წარსულ დროებას,
ლანდად გექცევა ყოველსა დღესა,
ვერ მოიშორებ ამ მოგონებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი