ღამით მარტო


დაფიქრებულა ეს სავსე მთვარე
და გადმოჰყურებს ალაზნის ველებს,
ელექტრონების შუქები გარეთ, 
გვითბობენ გულებს, თვალებს და ხელებს.

გადმომდგარი ვარ მე ამ ღამეში,
წმინდა სტეფანეს ფერდზე ეულად,
ქარი მიბერავს პირქუშ სახეში,
რითმები რბიან ტანში შვეულად.

ვუცქერ ვარსკვლავებს უკიდეგანოს,
მათ ჩვენი სული, ხორცი ბარდება,
სევდისფერს იღებს მთვარე კაშკაშა,
როცა ერთ-ერთი ციდან ვარდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი