ლექსს მოგიძღვნიდი ჩემო კარგო, გახსოვს ..
ლექსს მოგიძღვნიდი ჩემო კარგო, გახსოვს, დაგპირდი?.. მე შენი ხილვის მოლოდინი მექცა ოცნებად. ოცნებად, რომლის მაისისთვის კვდება აპრილი და ამ მაისის გაღმერთება იწყეს მგოსნებმა. შენ წარმტაცი ხარ! მე არავის არ ვემონები, თუმც შენზე ფიქრის ალბათობა მე მონად მაქცევს. ამ დროის წრეში ჩემში მარად განმეორდები და ჩემს სიბნელეს შენი ცქერა სინათლედ აქცევს. შენ გაგაჩნია საოცარი თვალთა ხატება, რომლის განთიადს მშვენიერი ელფერი მოსავს, რომელთა ცქერით შენი არსი ჩემში ხატდება და რომლის სპეტაკ სადღეგრძელოს თვით ღმერთიც მოსვამს. ახლა დეკემბრის ცივი სიო გეუხეშება... შენ გაზაფხულის პრინცესა ხარ, იმ ქართა ქროლვა, რომელთა ძალით ეს თავნება წვიმაც თქეშდება და რომლის ვნებით გაზაფხულის სურნელიც მოვა. შენ ზაფხულისთვის გემეტება სითბო ულევი; მზე სამყაროში რამდენია?! ჩემთვის ორია... შენი ნათება ასაზრდოვებს იმ მზეს, რომელსაც ყოფიერების მზედ შექმნამდე გზა გაუვლია. შენ ეგზოტიკად გადააქცევ იმ შემოდგომას, რომლის ფერშიაც აფილია სულს დაიმონებს, რომლის განცდისთვის შემოდგომა შენ გისაზრდოვებს და რომლის სათუთ სიმფონიას მეც გავიგონებ. დეკემბერია... ამ სუსხიან ამინდებს ვერჩი. ზამთარს ვერ განდობ მე ადვილად, ცივია მაინც; თუმც წელიწადში ერთხელ ალბათ მომტაცებს შენს თავს, მაგრამ ზამთარი გაწბილდება, დაათბობ, რაიც... ლექსს მოგიძღვნიდი ჩემო კარგო, გახსოვს, დაგპირდი?.. მე შენი ხილვის მოლოდინი მექცა ოცნებად. ოცნებად, რომლის მაისისთვის კვდება აპრილი და ამ მაისის გაღმერთება იწყეს მგოსნებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი