ალავერდით ვარ შენთან ძმობილო
ალავერდით ვარ შენთან ძმობილო მე ალავერდის ტაძარს შევყურებ ჩვენ წინაპართა სულები გვიხმობს და მამა ღმერთი ციდან გვიყურებს გზას ალაზანის მდინარე გვიქებს სიღნაღის ზარის ჩაგვესმის რეკვა ხაზებს გადასულ სიყვარულს ვეტრფი მესმის კახეთის გულიდან ფეთქვა კახოსის გენი ამაყად გვიმზერს ხანჯლიდან სისხლი მოხვდება მტევანს ჰერეთის კარი, არ დათმობს იმედს შენ როგორ გამტეხ, შაჰი ვერ მტეხავს! გრემი მმფარველობს და მეფის ხმალი ნაკრძიდან მესმის ჩაკრულოს ბგერა გლეხი, მარანში მოიკლავს წადილს თუ მეფე იხმობს, იდარდოს მტერმა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი