ვარვარი
მე ვარ ო სა-მე-ბა ღ-მე-რთი ი-მე-დი რწ-მე-ნა შემოქ-მე-დი სიღრ-მე მე-ნ-ცარი წინასწარ-მე-ტყველი მე-სია მე-გა მე-ომარი მე-ბრძოლი მე-გობარი ღა-მე მე-ცნიერი მე-ამბოხე მე-მატიანე მე-ეტლე მე-კვლე გამოუთქ-მე-ლი მიუწვდო-მე-ლი მიწათმოქ-მე-დი მე-ბადური მე-ვენახე მე-ბაღე მე-თაური მე-ხოტბე მე-დგარი გამობრძ-მე-დილი გამომბრძ-მე-დელი მე-უფება მოყ-მე მე-ლქისედეკი მე-ფე გი-ვარ-გი მაცხო-ვარ-ი მოძღ-ვარ-ი მოყ-ვარ-ე მთა-ვარ-ი მხატ-ვარ-ი ელ-ვარ-ე მყინ-ვარ-წვერი ვარ-სკვლავი მთო-ვარ-ე მკვლე-ვარ-ი მძვინ-ვარ-ე მდე-ვარ-ი სათხო-ვარ-ი მათხო-ვარ-ის ვარ-დი კ-ვარ-თი ჯ-ვარ-ი სიყ-ვარ-ული... შენ ხარ ო ჩემში სი-ხარ-ულის მქუ-ხარ-ება, უშენობა მწუ-ხარ-ება, სა-ხარ-ების მა-ხარ-ებელს მოგაქვს ნაზი ნეტარება... მიყ-ვარ-ხარ-ო... "მე და შენ ერთნი ვართ, მე და შენ რამ გაგვყო? ის რაც ჩემია შენიაო?" ვისაც მთელი არსებით სურს, ვინც ითხოვს მიიღებს წმიდა სულს და სიყვარულში უკვდავებით სიცოცხლის ბეჭედს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი