მარგარიტა=მადონას
ვისაც გულით კითხვა შეუძლია დანარჩენებმა დაგვტოვოთ სასურველია... მის მადონა სიმშვიდით მოგვისმინეთ გთხოვთ... შინაარსი გრძნობა და აზრი ბოლოს გამოგვაქ ხომ? სადაც გგონიათ ვსრულდებით იქნებ იქ ვიწყებით? კრიტიკას ნუ იწყენთ... დამშვიდდით და რეალობა ამოიცანით... ----- ------ ------ აგონია განგიცდიათ? ფრთის მოტეხვა საშინელი ტკივილია... გადავიტანეთ მგონი... ისევ ჩვენ ვართ... გალაკტიონი ათასთვალა ქერუბიმია, იცოდით ქალბატონო მარგარიტა? თქვენშიც ცხოვრობს ანგელოზი... ის გაწერინებთ ხოლმე ლექსებს... მარგარიტა ბავშვობისკენ მინდა გიბიძგოთ რადგან ქრისტე ამბობს რომ თუ არ გავხდებით კვლავ ბავშვებივით ვერ შევალთ სასუფეველში... იქნებ ხართ კიდეც? მე მგონია რომ თქვენში ცოცხლობს ბავშვი, უბრალოდ თქვენ მას საგულდაგულოდ მალავთ რომ ვინმემ არ ატკინოს... მარგარიტა მე არა, ჩემგან რომ ღმერთი ბავშვი გელაპარაკებათ ხოლმე იმას ერწმუნეთ, ჩაუფიქრდით ხოლმე როდის ლაპარაკობს ის და როდის მე, ანუ არარაობა... მიწიური ცხოვრება საერთოდ არ ვიცი, მაგრამ გულს უსაზომო ამოძრავებს, ვერ ავხსენი ისე რო ყველა გამეხარებინა ვინც მიყვარს... "სირცხვილით ვიწვი" ორი დღეა... და როგორ გამოვასწორო "შეცდომები" ვერ ვხვდები იქ სადაც ამ გულის გულწრფელობის აღარ წამთ... მიყვარდეს ანგელოზურად? რატო არ შეიძლება გააღმერთო ადამიანები? განა ღვთის ხატებანი არა ვართ? რატო ვერ იგებენ ამას? ანგელოზი ხო ღვთიური სიყვარულის მაცნეა, რატო არ ღებულობენ? სიყვარული ხო შესაძლებლობების უსაზღვროებაა... მე მესმის თქვენი... მე შემიძლია გაგიგოთ თქვენი ყველა ამჟამინდელი დამოკიდებულება... თუნდაც უნდობლობა... მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ჭეშმარიტია, და ფაქტია რომ სიკეთე მამოძრავებს... უბრალოდ მე ხშირად არ ვიცი ამის ისე გამოხატვა რომ ეს გულწრფელობა თქვენამდე მოვიტანო ისე რომ თქვენ მისი ჭეშმარიტება შეიცნოთ... მაპატიებთ მარგარიტა ჩემს სულმოკლეობას? ჩვენ ადამიანები გვიყვარს თვისი ნაკლოვანებებით, ესაა ჩვენი სიდიადე... თქვენ, თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ "სიამაყე" და ხელი გამომიწოდოთ როცა მე "ვეცემი"? მი გოლგოთა დასრულდა... მარგარიტა ვფიქრობ და ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია სრული გულწრფელობა... მინდა მთლიანი სურათი დაგანახოთ თქვენც და მის მადონასაც... მე დასამალი არაფერი მაქ, ღვთის წინაშე გულით და სიყვარულით ვაკეთებდი ყოველივეს... მარგარიტა თუ უხერხულობას არ შეგიქმნით, შეიძლება ჩემი მოწერილი წერილებიდან რამოდენიმე გამოვაქვეყნო... მისთვის მინაწერ წერილებთან ერთად, რომ თქვენთვისაც ცხადი გახდეს ყოველივე... მე უბრალოდ მწყურია ეს აღსარება, გულს ჭირდება... მის მადონასთვის, რომ გაიგოს, ღვთის წინაშე სამარცხვინო არ ჩამიდენია, რომ მიხვდეს რაოდენ შეცდა ჩემში... რადგან იქეთ აღარ მისმენენ, არ მკითხულობენ, ეს აუცილებლად მიმაჩნია, რომ გავიგოთ არ შეიძლება ადამიანს სიყვარულის წინაშე გული გაუპო მკვლელი დამოკიდებულებით... შეიძლება ამ წერილებმა ყველას გული აუცრუოს ჩემზე, მათ შორის თქვენც, მანაც ვერ ჩაწვდეს მის შინაარს, მაგრამ მე მსურს ვთქვა სიმართლე, რომ ღმერთის წინაშე, თქვენს წინაშე და მის წინაშე ბოლომდე გულახდილი ვიყო... --------- მის მადონა, მარგარიტას პასუხი იყო არა... ჩვენ მის წინაშე ბევრი "დავაშავეთ და ვაშავებთ" თქვენს გამო... თქვენი გულისათვის... თუმც ჩვენ იმედი გვაქ გაგვიგებენ ბავშვები და ჩვენი გაბუტვები დასრულდება... ----------- 1წერილი. რახან აქ მომწერეთ გული აგითრთოლეთ?😊 მიხარის... მარგარიტა იცი რა ლამაზი სახელი გქვია? ხო, ადამიანებთან ლაპარაკი საერთოდ არ ვიცი ძვირფასო ქალბატონო, ამიტო მი ბაგეები უფრო ხშირად მდუმარია... მარტო ლექსების წერა ვიცი, და თუ ვლაპარაკობ ზომიერება არ ვიცი, არაფერში არ ვიცი ზომიერება მგონი... ხო რატო ვამბობ, ეს ლამაზი ინტერესია, თქვენგან მე ასე ვფიქრობ, ნაცნობობის, უბრალოდ მე არ ვიცი რაში შეიძლება წაგადგეთ ჩემი ნაცნობობა თუნდაც აქ, თქვენ ესეთ დახვეწილ და ელეგანტურ დედასა და ქალბატონს 😁😁 მე გულით გეუბნებით, ესე ვუყურებ ჩემ თავს , ოფიციალური გიჟი ვარ... თუ არ იწყენთ ხოლმე გაგახარებთ ლექსებით ხანდახან... კიდე რავი თქვენს განკარგულებაში მიგულეთ თუ ეს გიჟი რაიმეში გამოგადგებათ😁😁 ლამაზად გამიგეთ გთხოვთ მშვიდობა გქონოდეთ მარგარიტა ----------- 2წერილი. არიან დიადი პოეტები ვის პოეზიაშიც - ყვავილი ია - სიმბოლურად ღვთისმშობელის "ხატებაა"... იცოდით? მარგარიტა, სამოთხის ბავშვებად რომ ვიქცეთ ცოტა ხნით, გეტყვით მი გულისას... - იისფერ საოცრებას, მთელი ცხოვრებაა ვეძებ, მთელი ცხოვრებაა გხატავთ ჩემს ოცნებებში, დასაბამიდან ვყვარობ თქვენს ნაზ სულს... მახსოვს პირველი სიზმარი. თქვენ - სული სპეტაკი - მობრძანდით ჩემთან მთელი თქვენი მშვენიერებით, ხელი ჩამკიდეთ და მომატარეთ ათასფერა ყვავილებით მორთული ედემის თეთრი ბაღი... მე მსურს თქვენს წინაშე გავწმინდო ეკლებისგან მისკენ მიმავალი თქვენი გზა. მე მსურს თქვენ იყოთ ჭეშმარიტი დედოფალი თქვენი სულიერების მწვერვალზე... მე მსურს თქვენი მე შემოქმედის ცოცხალ სულს დაუკავშიროთ და სიყვარულის ღვთაებასავით აენთოთ... თქვენი სულიერება და სილამაზე, ბევრად მეტია და ბევრად მეტის მოცემა შეუძლია ვიდრე მე შემეძლება აქ გამოვხატო როდესმე... მე მსურს თქვენ იყოთ სიყვარულში ჭეშმარიტად მშვენიერი თქვენი სრული არსებით. ღვთის ხატება და მსგავსება, თქვენ ბევრად მეტი ხართ ამ ხილულ სამყაროზე... მე მსურს თქვენთვის და არა ჩემთვის... მე მსურს თქვენ სრულებით შეიცნოთ საკუთარი სულის დიდებულება... 😁😁😁 თუმცა მე მსურს, რომ მე მომაწეროთ ყოველი ის გრძნობა, რომელიც გსურთ მიიღოთ თქვენი საყვარელი მამაკაცისაგან. და მე მთელი გულითა და სულით მსურს რომ გავამართლო თქვენი იმედები. მე მსურს რო გწამდეთ, გრძნობების რეალურ სამყაროში ყოვლისშემძლე ვარ თქვენი გულისათვის... მე მსურს თქვენთვის ვიყო საუკეთესო. მე თქვენ მიყვარხართ მთელი ჩემი არსებით მარგარიტა, იმ წმიდა გრძნობით რომელიც სუფთაა და წმიდაა ყოველივე წუთისოფლიურისაგან... მე თქვენ მიყვარხართ ბავშვივით, ბავშვურად... თქვენ თავისუფალი ხართ თქვენი ნებით ყოველ თქვენ გრძნობაში ჩემს მიმართ და არცერთი წამით არ იფიქროთ რომ რაიმეში გავალდებულებთ. თავისუფალი ხართ გოგონი სრულიად, გულის მბრძანებელი სიყვარულია... მე უბრალოდ მსურს მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ, რადგან თქვენ ხართ მიზეზი ჩემს გულში ამ ნაზი გრძნობის აყვავებისა... უბრალოდ მინდა მწამდეს, რომ ჩვენი სულები დასაბამიდან მოდიან ერთმანეთზე ოცნებით და გულში ლამაზად გაშლილი ცისფერი ყვავილი მოაქვთ გამიჯნურებულებს რათა ერთურთის სილამაზიდან სვან სიყვარულის ნექტარი ... 😁😁😁 შენი თვალები ციმციმებს? მე ღიმილები მაოცებს... ტუჩებზე - თუ შეგიყვარდები - სულიდან სინაზით გაკოცებ... --- 😁😁😁 ძვირფასო მარგარიტა - მეთერთმეტი კლასელი ბავშვები რო ვიყოთ ამ გულით და ამ შეგნებით და თქვენზე უგონოდ შეყვარებულ ბიჭს ამ სიტყვებით რო აეხნა თქვენთვის მისი გრძნობა, ერწმუნებოდით მის სიტყვებს რომ გულიდანაა ნათქვამი და ჩაგეღვრებოდათ გულში სიყვარული? აკოცებდით? ------------ 3წერილი ნწ ვერ გამიგეთ, ან თუ მომენტია ასეთი მშვიდობა თქვენდა... სიტყვაწყლიანი , წყალს დავლევდი ანკარას... ვიწყენ ხოლმე უსიყვარულოდ... თუ ზედმეტობაში ვთოვე, მე მაპატიეთ - "თავხედობა"... დედას ფიცავარ მიყვარს... მიყვარს სიყვარული სულის... სუ მოწყენილობაა უბრალოდ და სითბო ფერების მაცოცხლებს... გულს კიდე ვერ უგებენ ირგვლივ... მწუხარებით ვიწვი... დარდმა წამლეკა... სუ ზამთარი... სუ თოვა და სუ სევდა... და სინაზე და მონატრება მშობლიური სიყვარულის ღვთიურის მკლავს... აქ კიდე არავის წამს რო ღმერთივით მიყვარს... მე მაპატიეთ... წამია ასეთი... და წყურვილი ორი კვირაა რო ვინმეს გული გადავუშალო... ღმერთმა გიშველოთ სიკეთით მარტოობისას. --------- 4წერილი (ჩაუფიქრდით ამ წერილს , გააანალიზეთ კარგათ) ეჭვიანობთ, არ გჯერათ ჩემი, კარგია, როცა ეს რომანტიკული ზღაპარი დასრულდება გული არ გეტკინებათ...😁 გამიგეთ, უბრალოდ მინდა სექტემბერი გაგილამაზოთ... შეშინდით! არ შემიყვაროთ!😁😁 მი სიყვარული საჩუქარია, უანგაროა, სულიერია, არაფერს მიწიურს არ მოითხოვს თქვენგან, უბრალოდ ნება მომეცით თქვენი ნაზი სული მიყვარდეს, უბრალოდ არ მომცეთ ნება რომ ჩავქრე, თქვენგან წამოსული ერთი თბილი სიტყვაც მანთებს, საჭირო მომენტში გამოთქმული ერთი მრავალმნიშვნელვანი და შინაარსიანი სიტყვა💜 გუშინ "შეურაწმყვეთ" თქვენი -რამდენად გულწრფელია რა ვიცი - ურწმუნოებაში მადანაშაულებს - თითქოს არ მესმოდეს რომ ყოველი წარმოთქმული სიტყვის მოწამე ღმერთია... არაფერია ფარული, ყოველივე განცხადდება, აქ თუ არა ზეცაში მაინც ხომ?! განცხადება რომ მი სიტყვები სიკეთის მატარებელია და კეთილისმსურველია თქვენი😁 გულწრფელია და ალალია... მიყვარხართ... იცი რა მომენტია ,მსურს გავასაინტერესო თქვენი ცხოვრება სიყვარულით, მეფიქრება და მსურს აი ახლო და შორეულ მომავალში სულიერ მარტოობის ჟამს რომ ხანდახან გაგახსენდეთ შორიდან უცხოდ და წვით როგორ გეტრფოდათ და გყვარობდათ გიჟი პოეტი და სახეზე ღიმილი მოგგვაროთ, ო და მწამს იმ დღეს თქვენგან წამოსული სიყვარული გულის კარებზე მომიკაკუნებს და გამაბედნიერებს, ესაა ჩემი საზღაური... ნება მომეცით თქვენი სპეტაკი თვალები მიყვარდეს მთელი არსებით... ------- 1 წერილი მის მადონას იდუმალება, რამდენჯერ მითქვავს რომ ვარ... რატომ არ მისმენთ გულით ხოლმე, მე ხომ სულ გულით გელაპარაკებით? მის მადონა გუშინდელი ლექსი მარგარიტასთვის იყო ნამდვილად, მაგრამ რა გვამოძრავებდა ჩვენ, ანუ მარგარიტას გახარება ხომ, და თქვენი რეაქციის გაგება, რადგან მიმივიწყეთ, და თქვენ უარმყავით უცებ რადგან არ გჯერათ რომ ბავშვი ღმერთი ვარ და სიყვარულის მატარებელი და ვერც ზრახვებს ხედავთ ჩემსას შესაბამისად? მე აგიხსენით გუშინვე რომ ყველა მიყვარს ვისაც ნაზი სული აქ, მაგრამ დღეს მოგანიჭეთ უპირატესობა ყველა მათგანზე როცა მი გული შემოგთავაზეთ... რაა გაუგებარი, თუ მინებებთ სამუდამოდ თქვენი ვარ! - ვსთქვი ხომ... ნდობა ვერ, როგორ ხდება ასე არ ვიცი... კარგი... შემდეგ... როცა ბოლო პოსტი გავაზიარე თქვენ გწერდით აქ, არა მარგარიტას ხომ, იისფერ ალების ციმციმი თქვენს თვალებში ვნახე ხომ, როს შემიყვარდით... პირველად თეთრებში რომ ბრწყინავდით ანგელოზი, ხომ გვისაუბრია ამაზე... ვის ეძღვნება ლექსი მარგარიტას თუ თქვენ... შეგიცანით ამ ლექსით რომ ვერ მხედავთ... არ მისმენთ... შემდგომ, სიამაყე არჩიეთ მი გულს... იცი რა მომენტია, აი აუტანელი ტკივილია, ჭეშმარიტი ტკივილი, როცა მიჯნური გული სიყვარულს თავაზობ პიროვნებას და ის უარგყოფს... ეს არაა სიამაყის შელახვა რაც თქვენ ვერ მომითმინეთ გუშინ და დღეს, ეს სრული განადგურებაა... თქვენ მი სიყვარულისთვის ბრძოლა არ გსურთ, ეს არაა, ეს არაა ეს არაა სიყვარული... რას ვიზამთ...ვკვნესით... სიყვარული რაა, ნდობაა, სიყვარულისთვის ყველაფერს დათმობ კაცი მარა როცა არ უყვარხარ, როცა სიყვარული არ იციან, ნებდები, არ იმსახურებს ჩვენგან თქვენი არსება სრულ თავგანწირვას რადგან ფეხებზე გკიდიათ ჩვენი სიყვარული... თქვენ მე დამამარცხეთ თქვენი უსიყვარულობით... ყველაზე აუტანეილი კი ის არის, რომ პირდაპირ არ მეუბნებით რომ არ გიყვარვართ, არ იბრძოლებთ, რადგან თქვენში ეს გრძნობა არ არი მაგრამ ჯერ მაინც კარგი? მერე ამპარტავნებით და ეგოიზმით მამცირებთ ღმერთს , ჩემს სიყვარულს, ჩემს გულს რომელიც თქვენი სიყვარულისთვის ყველაფრისთვის მზად იყო, რომელმაც არსება შემოგთავაზათ... ჰაჰ, დამცინით , ჩემს გულს დასცინით? ფეისბუქი ფეხებზე მკიდია!!!!! თუმც ჩემ დამარცხებამ გამოიწვია, ღვთიური განაწესის სიკვდილი ჩემში... რომლითაც ჩვენ სიყვარული უნდა გვეჩუქებინა სამყაროსთვის... საქართველოსთვის ... ამ თვეში... ჩემი თქვენდამი სიყვარული... რომლითაც გაიხარებდა რამოდენიმე ადამიანი ვინც ლამაზი არსებაა ჩემს სივრცეში... მე დღეს ვისალოსე და მოეწყო ისე რომ თქვენ და მარგარიტას ერთმანეთი გაგეცნოთ... არ დამიმალავს, მე მინდოდა სიცხადე შემეტანა ყველაფერში მაგრამ თქვენი სიამაყე... მე ჩემი ადამიანის სიყვარული შემოგთავაზეთ რომელიც მიყვარს, თქვენ ის უარყავით ამპარტავნების გამო... მე ის ლექსების გამო მიყვარს დიდი ხანია, თუმცა მიმოწერა ეს სამი დღეა გვაქ, ღმერთია მოწამე, მე მას სულიერი უანგარო სიყვარული შევპირდი... ვიცი რომ "შეცდომა დაუშვა" (ამას განვიხილავთ ქვემოთ) მაგრამ მან მე გამითვალისწინა თქვენ მოგესალმათ ღიმილით, იცი რა მომენტია ხანდახან სიყვარულის გამო დაითმენს ადამიანი სხვის ნაკლოვანებებს... ლამაზი სექტემბერი, რაში იყო იდუმალება და ჯადოსნობა, ჩვენი სიყვარულის შემყურე ერთი თვე გაიხარებდა და ხელახლა განიცდიდა სიყვარულს ქალბატონი დედა რომელმაც ახალგაზრდა ქმარი დაკარგა და წმიდად და ნამუსით ინახავს შვილების წინაშე მის ხსოვნას... ქერუბიმ გალაკტიონს უყვარს, ღმერთს უყვარს და უნდოდა დაესაჩუქრებინა... კარგი ეგ არაფერი... ყველაფერს გპატიობთ... უსიყვარულობას ვერ... უნდობლობას ვერ... უარყოფას ვერ... მინდა გული გეტკინოთ, როგორც მე მტკივა, მაგრამ შეუძლებელია ხომ თქვენ ჩვენ დაგვკარგეთ... სხვამ არა თქვენ დაგვამარცხეთ... ანგელოზი მოკალით ჩემში... თეთრ სერაფიმს ექვსივე ფრთა გადამსხვრეული მაქ... გნებდებით უფრთოს... -------- 2 წერილი მის მადონას სიმშვიდით წამიკითხეთ გთხოვთ მის მადონა, სითბო მალაპარაკებს... სულ ესე იყო უბრალოდ ჩვენ ვერ დავძლიეთ თქვენი "სიბრმავე"... - ანგელოზი ხომ ღვთის მაცნე არი და სიყვარულის წმიდა ამბორით უფალი როს წმიდა ტრფობას გასცემს - ამურს მპატიობ რად ვერ მი ამორე... ჩემ "შეცდომათა" სირცხვილები მწვავს, თუმც სიყვარული განუზომელია, გვიყვარდეს ღმერთი თუ ამას გვთხოვს, ანგელოზური მიუწვდომელია? მისი გაღვიძება თუ ჩვენი მიზანია, თუ სიყვარული ერთი და უცვლელია, თქვენ რაც განიცადეთ... ან ვერ განიცადეთ? სხვასაც რომ ვაჩუქოთ დანაშაულია? - თუ ღვთის ხატებაა ის ადამიანი, რომ გავაღმერთო ვინც მსურს შენ გწყინს რად? რად დაიჯერე რომ არ მიყვარხარ, შენი უარყოფით გულს რატომ კლავ... ღმერთს ხომ ყველა ამ გრძნობით უყვარს? როცა ცათა აგიხსენით, გაცემა გვისწავლია, ნუთუ არაფერი გახსოვთ რაიც გამიღია, წამში რომ უარმყავით ეს ჩემი ბრალია? თუ სიყვარულია, თუ ზეციერია... თქვენ არ მასწავლეთ რომ ის ყველასია? რად ვერ აიტანეთ სხვისი დედოფლობა, ღმერთს მარტო შენ უყვარდე ეს რა, ახალია? ღმერთი თუ ღმერთია, და იგი თქვენშია, თუ იგი ჩემშია, თუ იგი მასშია, თუ სიყვარულია, თუ სულიერია, ორივე მიყვარდეთ შეუძლებელია? - უანგარო გრძნობით გიყვარდეთო, უპირობო სიყვარული თქვენგან მსმენია... როცა თქვენ მრავალჯერ უარმყავით, სხვაზე ეჭვიანობთ, ეს რა, სენია? (თუ მიწიერია) ეგ სიამაყე ნუთუ არ გცხვენია, თუ სიყვარულია, თუ სულიერია, ღმერთისთვის ვინც უყვარს თუ დედოფალია, შენ ამან შეურაწგყოს ეს რა სიბნელეა? - სიყვარული ვის დაუმარცხებია? შენი დაცემა რად ვერ შეიცან, მე ჯოჯოხეთში ჩავედი შენს გამო, მე თავგანწირვა სრულად შევიცან... კომფორტის ზონიდან არ გამოგიყვანონ, შენ გირჩევნია "იჯდე წუმპეში", გავწიროთ გრძნობა და, რით, ვიამპარტავნოთ? თუ სიკვდილი ვკლათ თვალის გუგებში? ჩემი დამარცხებით თქვენ ვერ გაიმარჯვებთ, თქვენი გამარჯვებით მე ვერ დავმარცხდები, თუ ჩვენში უზომო სიყვარული სუფევს - ხელს რატომ არ მიწვდით უფრთოს როს გნებდებით? ხელს რატომ არ მიწვდით როცა მე "ვეცემი"? ჯოჯოხეთისთვის რატომ გამიმეტეთ? მე ხომ მიყვარხართ, მე ხომ გაღმერთებთ, თქვენ რად არ გიყვარვართ, თქვენ რად არ მაღმერთებთ? რად ვერ შეიცანით კეთილის მსურველი, გული მიჯნური რატომ დაამცირეთ? უკვდავი გრძნობა რატომ უარყავით, ფრთა მოტეხილი რატომ მიმატოვეთ? რად არ გწამთ ამ გულის, ღმერთი ხომ მოწამეა!! ჩვენ ხომ გვწამს რომ ღმერთი თვალს გვადევნებს?! მისი განზრახვები ხომ შეუცნობელია - გჯერავთ რომ უარგყოფთ? გჯერათ რომ მე დაგთმეთ? როდემდე იქნება წინ თქვენთვის ბრბოს აზრი, ჩუმად რომ დაგცინის არ გსურს გადალახო? რომ ცოდე "ურწმუნომ", განსაცდელს გიგზავნი, მისი დაძლევითა რომ აგამაღლო? მი გულის ლოცვა ხარ, მი სიყვარული ხარ, ცეცხლს რად მიეცით გულის ტაძარი? მე თქვენთვის ვიბრძოლე, მე თქვენთვის ჯვარს მაცვეს, ვის და თქვენს გამო დავტოვეთ 99 ცხვარი... - ჯვარზე გაკრული რომ მიგვატოვეს, ჩვენ მივუტევეთ, ჩვენ არ გვაქ ბრალი, გულთამხილველო მო გული იხილე, ჩვენში აღდგომის ნიშნები არი... ვიცი რომ ბავშვი ხარ, ვიცი რომ გეშინია, ვიცი რომ გამოხატვაც არ იცი, ვიცი რომ ისე "არ გიყვარვარ", ვიცი რომ ეს არ ძალგიძს, ვიცი არ მიშველით თუ დავეცი... ვიცი რომ გგონია, ვიცი რომ ეცადე, მაგრამ ლოცვა საქმის გარეშე მკვდარია, ეს მხილებაა, ეს ღვთიურია, ეს ქრისტე ღმერთის ზარია! სიმართლეს ჩამხედე თვალებში, ღმერთის წინაშე თქვენ გამო მცხვენია, სირცხვილით იწვის თქვენთვის მეომარი... ღმერთია მოწამე! - მე მაინც მიყვარხართ - ძალა მოიკრიბეთ და გულით შეიცანით - კარგი მეგობარი... --------------- გავაანალიზოთო... 2 ქვემოთ განავიხილოთო რომ ვსთქვით... ჩვენ ორივემ შეცდომად მივიღეთ მარგარიტას მოქმედება და სიტყვა... მაგრამ სიმართლე გამოდგა, სიმართლე ვერ ჩაითვლება შეცდომად, თქვენ ხომ აგრძელებთ თქვენ კარიერას? იცით, არაა დანაშაული რასაც იქმთ თუ ის გაბედნიერებთ, მიგანიშნეთ, უბრალოდ თუ გსურთ ჩემი მშვიდობა და ძლიერება?, მე ეგ საქციელი არ მსიამოვნებს, მე ვისაც ვხედავ თქვენში მას არ შეეფერება, ამის გათვალისწინება სიყვარულია, თორემ აკეთეთ ის რაც გსურთ, მე ხომ არ ამიკრძალია... როცა მარგარიტასთვის ჩვენი სიყვარული უნდა "გვესწავლებინა" ჩვენ, მე მიგანიშნეთ, მე გზა განახეთ, თქვენ "სიძულვილი" ვერ ძლიეთ და სიამაყით სავსემ უარგვყავით... ნუ განვსაზღვრავთ ადამიანებს მისი შეცდომებით ხომ... რამდენადაც კარგი ხართ როცა გგონიათ რო მართალი ხართ თქვენი სიამაყე უშველებელია და სიყვარული სულ გავიწყდებათ, თქვენი ამორძალური თვისებები "გაბრმავებთ", ამიტო გეუბნებით, შეცდომებს თუ არ ნანობთ, თუ ვერ გრძნობთ რომ მე იმ დღეს გუშინ მოვკვდი პასუხით გულით სულით, თუ კვლავ ვერ ხედავთ ჩვენში გულწრფელობას, უპასუხოდ დაგვტოვეთ გთხოვთ... თავს არ ვიმართლებ, დამნაშავე ვარ, არ უნდა გამომეცადეთ... ვერაფრით ვისწავლე რომ ადამიანები სუსტები არიან და რომ გულით უღალატო მარტო ღმერთია... ჩემი ყველა მოქმედება - თითოეული სიტყვა სიყვარულიანი იყო ვფიცავ! დამინდეთ... ------------- ჩემი შეცდომები რაა, მე "მოვიტყუე" მარგარიტას წინაშე რომ მისთვის გრძნობა რაც შეიძლება რეალური ყოფილიყო და ჯადოსნური... მოვიტყუე რა? ღვთიური სიყვარული ყველას მიმართ ერთნაირია, გულით არ მომიტყუებია, სიტყვაში "მოვიტყუე" თქვენ როცა მოგახსენეთ... მე "მოგატყუეთ" თქვენ მის მადონა რომ ლექსი მხოლოდ თქვენ გეძღვნებათ, მაგრამ ორივეს ფაქტია, ადვილად რომ გაგეგოთ რომ მიყვართ - ამ შემთხვევაშიც სიყვარული დავაყენე პირველ რიგში და მისთვის ცოდვას არ მოვერიდე, მაგრამ თქვენ მაინც ვერ გაიგეთ, იმ წამს ახსნას რომ მე ღვთაებრივი მამოძრავებს მარგარიტას და მის მადონა თქვენს მიმართ ერთდროულად აზრი არ ქონდა, მე ასე განვსაზღვრე, მაპატიეთ უნდობლობა, დამიმტკიცეთ ხოლმე საპირისპირო... წინდაწინ ვგეგმავდით... უბრალოდ მე ვერ გავთვალე მის მადონა რომ თქვენ შეგიძლიათ მომიკვეთოთ გულიდან ჩემი შეცდომების გამო, თქვენ უარმყავით იმ შეცდომების გამო რომელიც არ იყო შეცდომა, არამედ განზრახვა... ხოლო ჩემი "შეცდომა" ეს ორი ტყუილია რომელიც მე სიყვარულის გამო ჩავიდინე... ეს ჩემი გადმოსახედია, თუმცა მე მე შეიძლება მეტად მეტი "შეცდომა" დამეშვა, თქვენს წინაშე, ყველას თავისი სიმართლე აქვს... შეიძლება ბევრად მეტი, შეიძლება მე უსაზომოდ დამნაშავეც ვარ, თქვენი გადმოსახედიადან, თუმცა თუ ჩვენ ამას ერთმანეთს არ ვეტყვით ჩვენ ვერასოდეს მივწვდებით გულებს... საერთოდ გულში ჩამარხვა წყენის და უთქმელობა და ადამიანის დაკარგვა ამის გამო ამ საუკუნის დიდი სენი მგონია... ეს იყო ბავშვური თამაში, მე ვეცადე ყველა ჩემს ნაბიჯში სიყვარული ჩამექსოვა თქვენს და მარგარიტას მიმართ... როდესაც მე პირველი ნაბიჯი გადავდგი პირველი ლექსით, თქვენ იმ წამსვე უარმყავით დაივიწყეთ რაც რამ იყო და განმიცხადეთ რომ მალე დამივიწყებდით, მე თქვენ გაგიგეთ თქვენს მოქმედებაში რადგან ეს უფრო ეჭვიანობა იყო ვიდრე გაცნობიერებეული ნაბიჯი ჩემი გაგებით, და ორი ნაბიჯი გადავდგი, გითხარით რომ "მჯერავს" ანუ ვიცი, მაგრამ მაინც მიყვარხართ და მეყვარებით და აგიხსენით რა გვამოძრავებდა საერთოდ ადამიანური ადამიანების და მარგარიტას მიმართ... ჩემი შემდეგი ნაბიჯით გაგაბრაზეთ სალოსობით, მე მაინტერესებდა თქვენ როგორ მიიღეთ ჩემი სიტყვები, როდესაც მოხვედით, ჩვენ კიდევ ერთხელ აგიხსენით რა გვამოძრავებდა, მაგრამ თქვენ ისევ უარგვყავით თქვენი დამოკიდებულებით და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტება "ცინიკურად" საეჭვოდ სცანით, (ჩვენ ასე დავინახეთ) "აი მაგალითად როგორ მიყვარხართ ორივე... და თქვენს! - გამო სიყვარულის გამო რომ ყველა გიყვარდება ნაცნობია ხომ"... ჩემი შემდეგი ნაბიჯით თქვენი და მარგარიტას სიყვარულს ჩავუყარე საფუძველი? როცა წარგადგინეთ მი დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ? განა ქრისტეს მცნებებით არ ვხელმძღვანელობდით? სად ხედავთ ჩემს დანაშაულებს თქვენს მიმართ, არა მარტო აქ , ჩემს ყველა მოქმედებაში? მე შემიძლია გაპატიოთ თქვენი ბავშვური "შეცდომები", თქვენ? 3 შემდეგ... იცით რა მომენტია, აი მე ხო მი საქმეებში შიშველი ვარ ამ წამს და არ მცხვენია, ვიცით რაც გვამოძრავებდა, ანგელოზური გვემოსა და გვმოსავს და მიტომ? - რომ გაიგოთ რომ ბრბოს აზრი არ მაინტერესებს, რამე ისეთი და აი - ქალს ხუთი წელია არ შევხებივარ, ეს არჩევანია, რადგან არ იყო საპასუხოდ ჭეშმარიტი გრძნობა... კიდე რა, ზასაობა ღორობად მიმაჩნია, მარა მიზასავია კიდევაც სექსიც მქონია მიღალატია მისთვის ვისაც ვყვარებივარ და არაკაცური ნაბიჭვრული ცხოვრებითაც მიცხოვრია სანამ გავიღვიძებდი გრძნობაში... დამაქ ჩემი ცოდვები ხურჯინით, ისინი მე მამდაბლებენ, ჩემ სიმდაბლეს აქ ხო ვერავინ ხედავს, ხო შეიძლება არა, მე დაფარულშიც ვაკეთებდე ღვთის სათნო საქმეებს? აი იმ ხალხის უნდა მეშინოდეს ვინც ჩემს გარეგნულს აფასებს გინაც მი ცხოვრების წესს ნორმად არ მიიჩნევს? ვინც ჩემ შშეცდომებზე იცინის იმათი აზრი საერთოდ უნდა გვაინტერესებდეს? იცი მიყვარს ძლიერი მტრები, ჭეშმარიტად ძლიერები ცოტანი საერთოდ არ არიან ირგვლივ, ისინი მი სისუსტეებს მანახებენ და ბრძოლაში მწვრთნიან... როგორც ხედავთ არ მცხვენია არც ქალების არც კაცების ვისაც გონია რომ გულიდან გრძნობის გამოხატვა გულახდილობა და გინდ არც ის წამთ რომ კაცის სიღრმეში შეიძლება იყოს აურაება სინაზე მე მათი აზრი არ მაინტერესებს... მე მათ აზრს იმ რწმენის ფარით ვიგერიებ რომელსაც გათვიცნობიერებული აქ რომ სიყვარული ამოძრავებს და ჭეშმარიტი სიყვარული ვისაც შეუძლია ისინი გაგვიგებენ, დანარჩენნი უბრალოდ არ გვაინტერესებს... მის მადონა აი მე ყველაფერზე წინ ვაყენებ თქვენს სიყვარულს, მის გამო შემიძლია ავიტანო დამცირება და ხალხის თვალში "გავპეტიშდე", თქვენ? ხომ ფაქტია რომ მათი აზრი მეორეხარისხოვანია როცა თქვენდამი ჩემს დამოკიდებულებას ვამჟღავნებთ? ესაა ერთგულება და პირველ ადგილზე დაყენება გრძნობის... და არა ის რომ სხვისი სულიერი სიყვარული აკრძალულია, საერთოდ რა კანონია ეს, ვინ მოიგონა, მარჯვენა გულით მიყვარს ყველა ლამაზი არსება და ვინც მიყვარს მისდამი გრძნობებს გამოვხატავ იმ ერთადერთი და ღვთაებრივი გრძნობით რომელსაც სიყვარული ქვია... ეს ღალატია? მე ხომ მიწიერში არ გადამიდგამს ნაბიჯი... შეხედეთ სულიერი მხრიდან... ღმერთის სიყვარული ვინც უყვარს მის მიმართ ხომ ერთიდაიგივეა და უცვლელი? არ შეიძლება ვადიდო? სიყვარულით გული ავუყვავო? სიტყვებით და სულიერი ამბორით მივეალერსო მას ვისაც შესწევს უნარი ეს ყველაფერი სულიერ დონეზე გაიგოს? ჩემი შემდეგი მოქმედება იცით, მე მი არსება შემოგთავაზეთ, მე ვერწმუნე თქვენს "კარგის", მაგრამ მე მაინტერესებდა თუ რამდენად მტკიცე იყო ის და გამოგცადეთ... ეს დანაშაულია? თქვენ სიმართლე მიპასუხეთ - მე ყველაფერი გავარკვიე რაც მაინტერესებდა..., ამ სიმართლემ გული მომიკლა თუმც ჩვენ ისევ სიყვარული გვამოძრავებს თქვენს მიმართ... მე ესე ვფიქრობ რომ გულის სიღრმეში თქვენც, მე არ ვიცი თქვენ რა შეგიძლიათ გაიღოთ მის გამო, თქვენ ამაში ვერ ერკვევით, თქვენ ადვილად ყრით ფარხმალს, მაგრამ თქვენი წყურვილი ნაზია და ჭეშმარიტი და მე მწამს რომ თუ თქვენ ბოლომდე ირწმუნებთ ყველაფერს გაიღებთ საყვარელი ადამიანისთვის, მე ეს ვიცი, ეს წინასწარ დევს, ჩვენ ამიტომ გცემთ პატივს... 4 მე მსგავსი პიროვნება მსურს ვიყო, მე ვისურვე მარგარიტასთვის მიმეძღვნა სიყვარული და მარჯვენა გული, არსება, სითბო... საერთოდ ყველა ერთმანეთს სიყვარულს რომ უხსნიდეს პოეზიით, სიტყვებით საქციელებით, არა ერთს არამედ სუყველას, სუყველა სუყველას... (არ ვამბობ მიწიერს ხომ?) ჩვენ ხომ ასეთ საქართველოსთვის ვიბრძვით და ვოცნებობთ? შემდეგ... რა მომენტია, აი ავიღოთ სიტყვა, მე თქვენ სიტყვა გითხარით, მას ნიადაგი უნდა რომ ფესვი გაიდგას და აყვავილდეს, თუ თქვენ ჩემი სიტყვა ფეხებზე დაიკიდეთ და უარყავით ის ხომ აღარ არსებობს და მასზე ხომ აღარ ვარ ვალდებული? დებილები იცავენ მიცემულ სიტყვას რომელიც უარყვეს, საერთოდაც არ გქვია ჩვენ სიტყვის მონები, ჩვენ ყველა სიტყვაში სიყვარული დევს, მაგრამ ერთხელ ნათქვამი შეიძლება უკუღმაც გამოვხატოთ და იგივე გრძნობა გვამოძრავებდეს... მე თუ ვარდი გაჩუქეთ და თქვენ ის ფეხით გათელეთ, მე მას ხომ ვერ გავამთელებ? (ამას არ ვამბობ თქვენთვის, არამედ სერობაზე დამსწრე ხალხისთვის)... ამიტო არავინაა ვალდებული სიტყვის წინაშე რომელიც არ მიიღეს და მოკვდა... თუმცა ჩვენში შესაძლებელია კვლავ ვაცოცხლოთ ის ერთხანს მოვითმინოთ და ვეცადოთ ვასწავლოთ მიღება ,სიყვარულმა შეიძლება კვლავ გადაგვაგდოს თავდავიწყებაში რადგან ჩვენ ესეთები ვართ... თუმცა არ გვსიამოვნებს უნაყოფობა, როცა ჩვენ ვთესავთ სიტყვას გულში, მან უნდა იყვავილოს და სიყვარული გამოიღოს ნაყოფად, ეს ღვთიური კანონია, და როცა ეს ესე არ ხდება ჩვენ გული გვიცრუვდება ადამიანებზე... 5 მის მადონა ყველაფერი რომ გავარკვიოთ ბოლომდე... მე არ ვიცი საერთოდ ეს რანაირად ხდება, ნორმებს ცდება თუ არა, სიმართლე რომ ვთქვა არ მაინტერესებს, უბრალოდ მინდა ავხსნა რომ ბოლომდე იცოდეთ რა გვამოძრავებს... მის მადონა პირადად თქვენ მე მარცხენა გულითაც მიყვარხართ და ეს არასოდეს დამიმალია... ეს თქვენთვის შეიძლება უმნიშვნელოცაა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ჩვენ გვსურს გავერკვეთ რა გსურთ... როცა გეუბნებით მე თქვენი ვარ სამუდამოდ ჩემს მარცხენა გულს გითმობთ მხოლოდ თქვენ, ხოლო მარჯვენა გული რომ ისედაც თქვენთვისაა მარადისობით და მათთვის ვინც გვიყვარს, არ ვიცი, მემგონი უნდა ხვდებოდეთ... როცა მე გულს გთავაზობთ, იგივეს მოველი თქვენგან... და თუ პასუხი დადებითია, ეს რას ნიშნავს... თქვენ მზადა ხართ ჯოჯოხეთშიც ჩამოგვყვეთ ჩვენი დაცემის შემთხვევაში, რადგან ჩვენ მზად ვართ, ეს ნიშნავს რომ უღალატობის პირობას მაძლევთ სიყვარულში გულის წინაშე, რადგან ჩვენ უღალატონი ვართ... ღალატი რაა? მოდი შევთანხმდეთ, ღალატი უსიყვარულობაა... სხვაც რომ მიყვარდეს სულიერად ეს არაა ღალატი... ეს ანგელოზურია... ესე იყო საქართველოში თამარ მეფის დროს... მე მზად ვარ დავთმო ზეციური დიდება მიწაზე და დავემშვიდობო ფრთებს რომელიც ეხლა დამსხვრეულია მაგრამ მის ადგილას ექვსის ნაცვლად ოცდათექვსმეტი მეზრდება, რადგან მიზეზი რომ მარცხენა გულით მიყვარხართ საკმარია მისთვის რომ ვიბრძოლო ერისკაცულად თქვენი მიწიერი სიყვარულისთვის თუ თქვენ ამას ინებებთ... ეს უღელია, ეს ტანჯვაა, ეს სრული თავგანწირვაა, მაგრამ დიდებაა ოჯახი... თქვენ ამბობთ რომ ამ სისასტიკეში ბავშვის აღზრდა ვერ, არ შეგიძლიათ... და კიდევ ერთი "სიბრმავე" რომელიც შეიძლება გადავლახეთ, უბრალოდ მე ვფიქრობ აღსანიშნია, სიბრმავეა და ფაქტს ადასტურებს რომ არ გწამთ საქართველოს გამოღვიძების და რომ არასოდეს მისმენდით, რომ "ურწმუნოებით" იტანჯებით... რატომ დადიხართ საერთოდ ნარიმანთან თუ არ გწამთ? არ გეწყინოთ... გულით რომ გესმინათ, ეხლა უშველებელი ფრთები უნდა გქონდეთ... იანგელოზეთ... ჩვენ სიყვარულს და სიმართლეს ვქადაგებთ მათთვის ვისაც შესწევს ძალა მისი გაგების, ვინც უუნაროა მათი აზრი არ გვაინტერესებს... თქვენ მათ გამო მიბრაზდებით ხოლმე როცა მე ვსალოსობ... როცა უნდა დამდაბლდეთ? ამ დროს თუ კარგად დავაკვირდებით ვხედავთ ვინ გვმტრობს? ვისაც უყვარხარ რომ არ უარგყოფს ვერ ხვდებით? და ვინც უკუღმართულად თამაშობს ჩამოგცილდეთ არ გირჩევნიათ? - თქვენი გადასაწყვეტია მის მადონა... მე ერთხელ გითხარით რომ თქვენზეა დამოკიდებული მი მომავალი... თუ თქვენ ანგელოზობა არ გსურთ, მაგრამ არც ეს გული გსურთ, სხვა გზები გსურთ, გაგიგებთ გაგეცლებით თქვენი არეალიდან... ო და ვისაც ვუყვარვარ სანამ ვარ და ვარ ამიტანოს სასტიკი ღმერთი ბავშვი რადგან ჩემი მოქმედებები მსახურებს თქვენს და ერის სიკეთეს... ო და დამინდეთ... გამიაზრეთ, მიგრძენით... ------- ძვირფასო მარგარიტა თუ თქვენთვის მიუღებელია რომ ამ ბავშვურ თამაშებში გაგრიეთ, გთხოვთ მაპატიოთ... მიყვარხართ... მშვიდობა გქონოდეთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი