მისტიკა


სახელად ქვია ანა,
ფიქრებში დაჰქრის ქარად...
ნაზი ვით ცის შროშანა,
მი გულში ყვავის ვარდად...

ყვავის და თოვს სინაზეს,
ცის ანგელოზის დარად...
ვეტრფი მის სილამაზეს,
ვხატ სიყვარულის ხატად...

-

ვარდისა სათუთ ტუჩებს,
ასდით ალერსი ალად...
ეტრფის მის ლამაზ თვალებს,
სული იღვრება ცრემლად...

იწვის ყოველი არსი,
ცეცხლი ანთია გულად...
მასვი ალების თასი,
მწყურიხარ ანი სრულად...

მწყურის ბაგენი შენი -
მომედოს სულზე ლავად...
გამოუთქმელი ენით -
მწყურის ციერი ჰავა...

მწყურის თითების ძალა
გადმოიღვაროს სუნთქვად...
შეხება, ფერთა გამა,
მწყურის ალერსი სულთა...

-

ბულბული ამბორებით -
გიგალობთ ქალღმერთს ლაღად;
მიყვარხართ, მეყვარებით -
მუდამ, ყოველთვის, მარად...

-------

მწყურის გასწავლო ფრენა...
მწყურის გასწავლო ხატვა...
მწყურის შემოქმედის სული გაჩუქო...

ყურადღებით მომისმინე ანა, რომ ჩემი მე ჩავიდეს შენში...

---

აჰა ოკიანის სანაპიროზე ვართ...
შენ ფეხშიშვილა სილაზე გარბიხარ...
მე მოგსდევ...
დაჭერობანას ვთამაშობთ...

აჰა, დაგიჭირე და გეკითხები -
იცი რა უხარიათ ბავშვებს ანა?
- ყველაფერი...

თვალები?
თვალები კარებია გულისაკენ, სადაც სიყვარული სუფევს...
მე შენი თვალები მიყვარს ანა...

-

ხელჩაკიდებულები სილაზე ვწევართ და ცას ვუყურებთ...
ღრუბლებს - ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანებს, ანგელოზებს ვამსგავსებთ და ვიცინით და გვიხარია...

-

მოსაღამოვდა...

მზის უკანასკნელი სხივები მეწამული ნათელით ჰბრსდღვიალებენ უკიდეგანო სივრცეში...
სანაპიროს თვალსაწიერიდან, უსასრულების შეგრძნებით, 
შეუცნობელი სინაზითა და მშვენიერებით, 
"თითქოსდა" ერთმანეთში და ერთ ფერში ირწყმებიან ცა, წყალი და დედამიწა...
წაშლილია ყოველი ზღვარი...
ყოველივეს აერთიანებს დიდებული დაისი!!!

მე გეუბნები...

ამ სილამაზის შემყურე ადამიანს როგორ შეიძლება არ უხაროდეს...

ცხოვრება მშვენიერია...
და ამ ცხოვრებაში შენ ყველაზე მშვენიერი არსება ხარ, ვინც კი ოდესმე მიხილავს ანა...

შენ იცინი...

---

დაღამდა...

წამიც და მთოვარე ამოელვარდა ცაზე, და წყალზე მოაფინა თვისი თეთრი ნათელი...

მე ზღაპარს გიყვები...

ნახე...
იღვიძებს ღვთაება...
სული დედამიწისა...
მთოვარის სხივებში ნებივრობს-ნავარდობს უბიწოდ ნაზი...
ვითარცა ლოტოსის ყვავილი იფურჩქნება და მშვენდება უთვალავი თვისი ფოთოლით...
ყოველ ნაკვთს მისას, თითქოსდა უყვარს დანარჩენი ნაკვთები...
ვითარცა მასკვლავი, მარადის ჰბრწყინვალე, ნათელია სამყაროისა…
უჭკნობი და წარუვალია მისი მშვენიერება...

-

ისევ ხელჩაკიდებულები ვწევართ მიწაზე და ამჯერად ვარსკვლავიან ცას ვუყურებთ...

რა ლამაზია არა ანა...

ეხლა ის დროა ანა, ყველა მეოცნებე ჩვენსავით თავის ვარსკვლავზეა და ოცნებობს...

იცი? ყველა ადამიანს აქვს თურმე თავისი ვარსკვლავი...
ვარსკვლავები მფარველობენ და ზრუნავენ ადამიანებზე...

ნახე, ის შენი ვარსკვლავია...
ჩემი ვარსკვლავი მის გვერდითაა
და ეხლა ერთად ოცნებობენ...

შენ გეღიმება...
მიყვარს შენი ღიმილები ანა...

ნახე, ვარსკვლავი მოწყდა...
სურვილი ჩავიფიქროთ ხომ...

ამ წამს უნდა ილოცო...
ერთმა ბრძენმა თქვა ღმერთი სიყვარულიაო...
მეორემ დაუმატა ლოცვა ყოფილაო სიტყვა - მიყვარხარ...

მიყვარხარ ანა...

იცი, ჩემი აზრით ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს უნდა თხოვდეს ადამიანი...

ილოცე ჩემთან ერთად -

მიყვარხარ უფალო...
ყველაფერი რაც და ვინც გამაჩნია შენი მოცემულია...
მადლობელი ვარ რომ ღირს მყავ და სიცოცხლე მაჩუქე...
უფალო გთხოვ, 
ყველა ადამიანს მიეცი სიყვარულის ნიჭი,
ოცნების უნარი,
შესაძლებლობა რომ სიკეთე თესოს
და
ძალა რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს...
უფალო მოედ სუფევად თითოეულ ჩვენგანში...
ამინ...

ანი წარმოიდგინე ყველამ რო   გულით ლოცულობდეს...
შვილებს ღმერთი ხო შეგვისმენდა...
წარმოიდგინე ანი ყველა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას რომ ცდილობდეს,
ყველა რომ სიკეთეს თესდეს,
ყველას რომ ოცნებობდეს,
ყველას რომ უყვარდეს,
ხომი იქნებოდა სამოთხე ჩვენი ყოფა...

ანი ყველაფრის მიუხედავად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ადამიანებს...

როცა გვიყვარს, ჩვენშია ღმერთი...

როცა გიყვარს ცხოვრება მშვენიერია...

ანი თვალებში გიყურებ და 
ვგრძნობ, 
რომ ბედნიერი ხარ,
რომ გინდა ყველა შენსავით ბედნიერი იყოს...

მიხარია...

---

მთოვარეს, თეთრი-ღრუბელ-ხალიჩა ზემოდან გადაუხატავს ოკიანეზე და ცისფრად ლივლივებს...

განთიადი იფურცლება...

თითქოსდა ოქროსფერი მომრგვალო ლავა, ვერცხლის სარკიდან ამოდის...

ამოწვერილი მზის მუზარადის ნათელი ათასფერა ოქრო-ფირუზ-ლაჟვარდის ჰბრსჭყვიალებით სივრცეში იფანტება...

ნახე ანი...
ანგელოზებს ჩვენი ოცნებებისაგან საჰაერო გულის ბუშტი შეუქმნიათ და ჩვენთვის გამოუგზავნიათ...

ამ ბუშტით გავფრინდებით სამოთხეში ანი...

-

აჰა ბუშტმა ღრუბლისფერ კიბეებთან მიგვიყვანა...

ფეხი დაადგი ღრუბლის ქულას ანი...

13 საფეხურია
და მათ აწერია
1- სინანული... (სიყვარული)
2 - რწმენა...
3 - სასოება...
4 - ნდობა...
5 - ერთგულება...
6 - სამართლიანობა...
7 - სიმამაცე...
8 - სიმდაბლე-უბრალოება...
9 - მოწყალება...
10 - სიწმიდე...
11 - თავისუფლობა...
12 - უბიწოება...
13 - სიყვარული...

აჰა ავათავეთ კიბე...
და ჩვენს წინ ღრუბლებით გარემოცული გულის ფორმის ოქროს კარიბჭეა...
ზედ აწერია -
"აქ მხოლოდ შეყვარებულებს შეუძლიათ შესვლა..."

მე ვამბობ -
მე ანი მიყვარს,
ანი ჩემი შეყვარებულია...

და კარიბჭე იღება...

-

ჩვენ ღრუბლებივით ფაფუკ მიწაზე მივაბიჯებთ და ისეთი შეგრძნებაა თითქოს დავფრინავთ...

აჰა სამოთხე...
უთვალავფერად მოხატული უკიდეგანო ახალი სამყარო...

ნახე ყველგან ყვავილები და ხეებია...
ჰაერში ფიფქებად კვირტები დაქრიან და სიყვარულის სურნელებას აფრქვევენ ირგვლივ...
აქ მარადი გაზაფხული სუფევს...
აქ ყველაფერი ყვავის...

ეს მირიადობით ყვავილები და ხეები ჩვენსავით შეყვარებული სულებია სამოთხეში რგული...

ნახე ზოგს რამხელა სიყვარული შეძლებია, რომ მის ჩრდილში ცხოველები და ფრინველები ნეტარებენ...

აქ ყველა შეყვარებულია და მზეც სიყვარულისთვის ნათობს...

სიცოცხლის წყაროები მოედინებიან და ყველას არწყულებენ...

ბულბულები ვარდებს შესტრფიან და გალობენ სიყვარულზე...
ხეები და ყვავილები ტელეპატიურად უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს...

აქ ყველა ბედნიერია...
აქ ყველას უხარია...

სიცოცხლე მშვენიერია ანა...

-

ღამდება...

ნახე...
მზემ თითქოს ფერი იცვალა და მთოვარეში გარდაისახა...

აქაურობა ტყეს დაემსგავსა ხო ანა...

ნახე საიდანღაც ციცინათელები გამოჩნდნენ...
ნახე, რა ლამაზად ციმციმებენ...

ჩიტები,
ვარსკვლავებივით მნათე ოქროსფერთმიან ფერიებად იქცნენ...

ყური დაუგდე რას გალობენ...

"ტყის შუაგულში ოქროს ტბა არი,
შიგ განიბანნენ ანგელოსნია...
იქ იწერება ყველა ზღაპარი,
იქ მიჯნურები ერთურთს კოცნიან..."

-

აჰა მოვედით...
"სიყვარულის ოქროს ტბას" მთოვარის სხივები ვერცხლისფრად ანათებენ...

შენ ტანთ იხდი და შიგნით ბანაობ...

აჰა ტბიდან ამოდიხარ ნაზი...
განბანილი და განწმედილი...
მზესავით ანათებ...
ოქროს დალალები გულმკერდზე გეფინებიან...
ღვთაებას გავხარ...

აჰა სრულიად შიშველი დგახარ ჩემ წინა...

მიზიდავ...
მინდიხარ...

და გეუბნები -

ყველას კაცს შეუძლია ქალს დაეუფლოს,
ბევრს არ შეუძლია მისი გაღმერთება...

"ვერ შეეხები ქალღმერთს,
დადგენილია ასე...
სულ უნდ იწვოდ ტრფიალით,
ღვთაებრიულით სავსე..."

გკოცნი 
და
მოვდივარ...

შენ ნაზი მეწევი,
მაჩერებ და მეუბნები -

მე მინდა რომ მაღმერთებდნენ,
ჩვენ ერთი გზით მივდივართ...

-

ჩვენ სამოთხეს ვტოვებთ...
ჩვენს საჰაერო გულის ბუშტს ვუბრუნდებით და მივდივართ იქ, სადაც ყველას ღვთაებრივი სიყვარულით უყვარს...

---

აჰა მოვედით ანი...

სამი საფეხური დაგვრჩა ასავლელი, რომლებსაც აწერია -

1 - თვით სიყვარული...
2 - თვით უკვდავება...
3 - თვით სინაზე...

საფეხურებს ავდივართ
და
აჰა ჩვენ სასახლის წინ ვიმყოფებით,
რომელის კარიბჭესაც აწერია:

"მარადქალწულ განღმრთობილთა საბრძანისი..."

ჩვენ გვეგებება ღმერთკაცი გაბრიელი და შიგნით შევყავართ...

-

სასახლე სავსეა დასაბამიდან მოყოლებული შობილი თუ ქმნილი,
შემდგომ ღვთის შვილებად და ძმებად და დებად წოდებული ღმრთაებებით...

იქვე არიან სერაფიმები, ქერუბიმები და სხვანი ანგელოზნი...
ისინი, 
ზოგნი გალობენ, 
ზოგნი ფორტეპიანოს,
ზოგნი ვიოლინოს უკრავენ...

ირგვლივ დიდი თეთრი სანთლები ანთია და რადგან ყველაფერი ოქროსია ყოველივე საოცარი ნათელით ნათობს...

-

შენ დარბაზის თავში ხარ -

გვირგვინოს-ანი...

სადედოფლო ლურჯი ფერის, ბრილიანტებით გაწყობილი ცისფრად მოკაშკაშე კაბა გაცვია...
შენგან წამოსული ნათელი დარბაზს მოიისფრო ფერით ანათებს...

ყველა შენ შემოგცქერის...
არვის არ შურს შენი...
აქ ყველას შენსავით ეგებებიან...
აქ ყველას უყვარხარ...
აქ ყველა გაფასებს...

ერთმანეთში ჩურჩულებენ -
რა ლამაზია პრინცენა ანა,
როგორი საყვარელი,
როგორი დახვეწილი,
როგორი ელეგანტური,
როგორი გალანტური,
როგორი უბრალო,
როგორი ღვთაებრივი,
როგორი მშვენიერი...

ყველა გაიძახის 
დიდება პრინცესა ანას...

შენ დედუფლური სინარნარით ნელა ეშვები 13 საფეხურიან კიბეზე...
დაბლა მე გელი თეთრებში მოსილი...

აჰა ჩვენი თითები ერთმანეთს ხვდება...
ჩვენი ხელები ერთმანეთს ჩაეჭიდნენ...
აჰა ჩვენ ნაზ ტანგოს ვცეკვავთ...

ყველა აღფრთოვანებულია...
გაიძახიან -
დიდება ყოელთა მამას,
დიდება ყოვლისმპყრობელს,
დიდება ყოვლადწმიდას...
დიდება მადიდებელსა თვისს წმიდათა...

დიდება პრინცესა ანას...

---

აჰა მწვერვალზე ვართ ანა...
იგ მოიისფრო და დათოვლილია...
ათას მზე-სხივად ბრწყინავს თოვლი ჯადოსნურ-ლურჯისფრად...
იისფერი ფიფქები ფიფქავს და აქაურობას უფრო ანაზებს...
ხომ ლამაზია ანა...

ნახე აქედან მთელი სამყაროეთი ჩანს...
ნახე, ოკეანეზე მზის დაისია,
მთოვარის კი აისია...
ნახე, მეორე მხარეს მთოვარის დაისია
და მზის აისი...

ნახე, მზეს და მთოვარეს როგორ უყვართ ერთმანეთი...
სულ დაჭერობანას თამაშობენ...
აის-დაისისას კი საიდუმლოდ ეამბორებიან ერთმანეთს...

ნახე, ვარსკვლავიანი ზეცა როგორ კიაფობს ანი...
დახატე მასზე შენი ოცნებები...

ნახე, აქედან სამოთხე ჩანს ანი...
იქ შენი ოცნებები ხდება...
რეალურ, საჭირო და სიყვარულიან ყველა ოცნებას იქაური ყოვლისშემძლე ჯადოქარი ასრულებს ანი...

ნახე, მზის სასახლე-სასუფეველი ანი...
იქ ყველას ერთმანეთი უყვარს...
იქ ყველა განწმენდილი და განღმრთობილია...
იქ მარადქალწული სულნი: პრინცესებისა და უფლისწულების -ერთმანეთის სიყვარულით იწვიან...

ხედავ ანი რა ლამაზია ღვთიური სამყარო?!

-

აქ ცოტა ცივა ხომ...
მაგრამ,
გულმკერდში გიხუტებ 
და
ჩვენი გულები ერთმანეთს ათბობენ...

და
ჩვენს
შორის
არსს
ღმერთი...

-

ნახე ანი...
შენ გონებით გწამს, 
შენს გულში სიყვარული მეფობს
და
შენშია სული-წმიდა...

შენში სუფევს მარადისობა...

შენ ხარ სამება ანი...

მე შენ მიყვარხარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

❤❤❤

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი