სინაზე


მე ერთ სიყვარულს ვეტრფი...
მისკენ მივილტვი!!

-

ღვთისმშობლის ღმრთისადმი სიყვარულს!!
ღმრთის ღვთისმშობლისადმი სიყვარულს!!

ჩაუფიქრდით...

-

მკვლელი გრძნობაა ხომ!!
უძლური ხარ ჩაწვდე!!

ხა ხა ხა ხა...

-

ვცადე შემყვარებოდით ისე...
სამყარომ დამცინა ისევ...

-

მათი თვალები...
სამყაროსხელა სიყვარულს თოვენ!!
მათი ტუჩები...
გალაკტიკით, გრძნობებით სავსე!!
მათი გულები...
სამყაროსხელა სინაზის ოკიანე!!
მათი თითების...
უხილავი ამბორი... სულს სევდით მივსებს!!

რომ ვერასოდეს ვერ შევძლებთ ისე...
გვიყვარდეს
მე და შენ - "ჩვენ"...

-

აქ ბავშვებს უყვართ ასე...

შეყვარებული გულები სულებით,
ზეცას კოცნიან "ალბათ" ტუჩებით...
იდუმალია ღმერთი სრულებით,
მე "სამუდამოდ" თქვენ გებუტებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი