მე თქვენით ვსუნთქავ
მსურს გიპასუხო, შენს გრძნობაზე მსურს გიპასუხო, და სულ-გულიდან ღვთაებრივი მსურს რომ გავიღო... ფრთები გაჩუქო, გიძღვნა სამყარო საპასუხოდ, მწყურის გამიგო, სამოთხის კარი მსურს გაგიღო... მწყურის განახო, ცათა ცის სუფევა მინდა განახო, ზეცას ძალას ვთხოვ, მე შევთხოვ სიყვარულს სამებას... მწყურის განახო, სულისა ფრთა მინდა შეგახო, მინდა შევეხოთ, შევეხოთ სიყვარულის სამეფოს... მწყურის შეიტყო, შენა ხარ ქრისტესი საპატარძლო, მწყურის შეიმკო, საკუთარი მე სრულად შეიცნო... მწყურის შეერწყა, ღვთაებასავით აენთო ვინძლო, მწყურის შეივსო, სიყვარულთ სიყვარული შეიგრძნო... მწყურის გაიგო, მეფეცაი მეფეთა გყვარობ, მწყურის გამიგო, შეშლილთა სიყვარულით გჩემობ... მწყურის რომ იგრძნო, სულიერ სიახლოვეს ვლამობ, მწყურის შეიგრძნო, ვით ძლიერ მიყვარხარა - ჩემო..! - "მოდი, გაჩვენო სიყვარული მარტო საჩვენო, მარტო საშენოდ შემოვიხსნი სულის სამოსელს"... მოდი, გაჩვენო, როგორ იწვის სული უშენოდ, მარტო საშენოდ ვაყვავილებ გულის სამოთხეს... "მოდი და უნდა ჩაგახედო სულში, გაჩვენო," თუ ვით გაღმერთებ, თუ ვით გეტრფი, ვით ძლიერ გჩემობ... მოდი და უნდა განგიმარტო გრძნობა საჩვენო, "მოდი გაჩვენო, სიყვარული გაჩვენო - ჩემო..!" - მსურს გაგაღმერთოთ, ასულიწმიდდით, იყავით ბავშვი, გთხოვთ... ზეციერ სიყვარულს, გრძნობებს სრულს, ვეტრფი, გეტრფით, მსურს... თქვენი არსების აცისკროვნება მსურს... გხატავთ სრულყოფილს, სპეტაკს და ნაზს, ისე ლამაზ სულს, ვითარცა მზეს... თეთრ ანგელოსს, თეთრი ფრთეებით, თვით სიფაქიზეს გხატავთ... გიხდებათ სიმორცხვე, მწვავს, ჩემი დახატული თქვენი არსება მწვავს... სრულქმნილების, უსაზღვროების, მე მსგავსი სიყვარულის მწამს... თვით სიყვარულს, თვით სინაზეს, თვით მზეს გყვარობთ... ცას, თქვენ ვერ ხედავთ ცას..? სიყვარულის ცას, სრულყოფილ წამს, ნუთუ ვერ გრძნობთ..? გულს, სულს, არსებას, ნუთუ არ შეეხო ვიღაც... ვიღაც ძალიან დიდი, ისეთი მშვიდი, ვითარცა ღმერთი... ო და ის ერთი, სიყვარულს ეტრფის, ქალღმერთად გსახავთ, თქვენ იმ ცას ნახავთ... გპირდებით... - მოდი, ამოდი, ნუ გეშინია... აქ სიყვარული სუფევს... ზეცის ფიფქები მსურს რომ გათოვდეს... გრძნობ? გრძნობ სრულ სიმშვიდეს? ასეთი წამია... ჩემი თვალები განთიადის წამწამებია... ჩემი თვალებით შეხედე სამყაროს... აჰა და ზეცად ვართ... აჰა და ანგელოზები გალობენ უნაზეს საგალობლებს... აჰა და უმაღლეს ზეციურ დასთა, მხედრობათა და ღვთაებათა წინაშე ვდგევართ... აჰა, მუხლმოდრეკილი დედა ღვთისმშობელისაგან სიტყვას ვი-თხოვ... აჰა და შემოქმედის ჰქმნილი და შობილი ყოველი არსების წინაშე, უზენაესის, ღმერთთა ღმერთის წინაშე, მე თქვენ გეუბნებით ჩემო დედუფალო - მე თქვენ მიყვარხართ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი