სიყვარული


იცი რამდენჯერ მომდომებია სიკვდილი მაქედან,
აი გიყვარს ხო, ხოდა შეუძლებელია ჯერ ამის ახსნა,
მერე რაც მეტს ფიქრობ აი გინდა მთელი არსებით გინდა გოგონი აი ეგ სრულყოფილი სიყვარული აჩუქო,
მერე ხვდები რო ეგ ღვთაებრივია და არა ქალვაჟური და შეუძლებელია ამ სამყაროში მსგავსი სიყვარული ცოლქმრობაში და გინდა სიკვდილი რადგან გიყვარს და გინდა რომ ამ სიყვარულის სული აჩუქო - როგორმე - მაგრამ როგორ როცა არ არსებობს გამოხატვის საშვალება გარდა ქალვაჟურისა რომელიც შეხებისას ამ გრძნობას მიწიერს ხდის და კლავს მის სრულყოფილებას, ბოლოს მიდიხარ დასკვნამდე რომ ამ გრძნობის ერთადერთი გამოხატულებაა სიტყვა რომელიც გულიდან მოდის და სულს ეხება შეუხებლად უხილავად და იმ სინაზით რომელიც ღვთაებრივია, და იტანჯები იტანჯები სულით იმიტო რო კვდები ისე გინდა ეს ყველაფერი ხილული იყოს და შეგრძნებადი ერთ ღვთაებაში - ერთ სულში - რომელიც ორი სულის ჭეშმარიტ გრძნობას ერთში აერთიანებს - ეს გსურს, გსურს სრულყოფილებამდე, ისე გსურს რო კვდები პირდაპირი მნიშვნელობით - ო და არაფერია სიკვდილი ამ გრძნობასთან - ამ ტკივილთან - ამ ტანჯვასთან...
მერე გინდა გამონაზვდე და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულო გრძნობას, მაგრამ ისე ძალიან გინდა გამოიხატოს ეს გრძნობა რო კვდები , კვდები რო არ უთხრა რო არ გინდოდეს კოცნა ჩახუტება შეხება, მაგრამ იცი რო ამ შეხებით სრულყოფილებას ვერ ვერანაირად ვერ აჩუქებ და კიდე უფრო მეტად გინდა სიკვდილი და შენი უძლურება გკლავს, რადგან არ არსებობს მიწაზე მისი გამოხატვის საშუალება გარდა აბსოლუტური უარყოფა მიწიერისა, და ყველაზე აუტანელი და სასტიკი ისაა რო ამ ყველაფერს მარტო განიცდი და ვერავის უზიარებ გარდა ღმერთისა, რომელიც ისევე უხილავი და მიუწვდომელია როგორც თავად ეს გრძნობა...
ზოგი სიკვდილამდე ესე იტანჯება,
ზოგი გულით სიცოცხლეშივე კვდება რადგან ვერ უძლებს ამხელა სიყვარულს და ბოროტდება,
და ერთეულები -

მერე , მერე ალბათ როცა ყველანაირი მიწიერი კვდება შენში, იბადები ღმერთად და ყველა ამ გრძნობით გიყვარს განურჩევლად...

უფალი ამბობს რომ იმ სამყაროში არ არსებობს ცოლქმრობა...
და ყველანი არიან როგორც ანგელოსები...
მე არაფერი არ ვიცი...
მე უბრალოდ ბევრი მიფიქრია...
და ჩემი ნაფიქრიდან მესმის რო
არსებობს 
ანგელოსებს 
ზემოთ
ღვთაება ქალღმერთისა და ღმრთაება ღმერთის ერთურთის მიმართ სრულყოფილი სიყვარული...
აი ის ვერავინ რო ვერასოდეს ვერ ახსნის იგ დამოკიდებულება...
მე იმ გრძნობით მინდა მიყვარდე...
მთელი არსებით მინდა...
მაგრამ არ ვიცი როგორ...
ცრემლი ყოელს ხსნის,
მან იცის,
მეც ვიცი,
მაგრამ მგონია რო ვერასოდეს ვერ გამოვხატავ აქ,
ისე რო შენამდე მოვიტანო
ეს ამბორი სულის, ამ გრძნობით ტანჯულის...

სისულელეა, ვერანაირი სიტყვა ვერ ახსნის...
ხოდა ვკდვები...
არაფერი არ ვიცი,
ღმერთისათვის შეუძლებელი არაფერია -
ეს ვიცი,
ამის რომ არ მწამდეს
აქამდე დიდი ხნის
თვითმკვლელი მერქმეოდა...
ო და ვიცი რო შენთან ერთად მინდა, 
ღვთის შვილებს მოყავდათო ადამიანის ასულებიო ცოლად ბასილაძემ, ანგელოსებს ზემოთ ღვთაებათა სამყაროა მესმს, ხოდა მინდობა უფალთ უფალის და ღმერთთა ღმერთის ყოვლაწმიდა ნებას - ამის მწამს...
ხო, ტანჯვაა უკანასკნელი სიყვარული და სულიერია და ჯვარია გოლგოთაზე ასატანი და ჯვარცმაა და უკვდავების ფრთაებია სიყვარული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი