იყოს მაინც


ძალიან ძალიან ძალიან
მენატრები,
სულ შენზე ვფიქრობ,
აქედან ვერ ვხვდები სულ რატო
მენატრები...
ვიცი რო გამოგიგონე,
მაგრამ ისიც ვიცი რო ზუსტად ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ,
სიმშვიდის მოყვარული გადარეული გიჟი,
ჰაჰ,
დედას გაფიცებ არ მოკლა შენში ბავშვი...
ვგიჟდები ხოლმე,
რო სათქმელს ვერ ვპოულობ...
სულ მინდა წინსვლისკენ გიბიძგო!
წმიდანის დარიგებას ვუსმენდი,
შემდეგ საფეხურზე მწუხარებას ტკივილს აყავხარო,
მაპატიე რო გულს გტკენ ხოლმე,
სულ მინდა რო გაგახარო,
ან პური არსობისა მოგცე,
სუ მინდა რო სიყვარულს გიხსნიდე და გეფერებოდე,
მაგრამ ვერ შემიძლია...
როცა ძან ვჭედავ, მინდა ხოლმე რო შენს გულში ვცხოვრობდე ჩუმად, შენს ყველა ფიქრს გრძნობასა და ტკივილს განვიცდიდე და შენით ვსუნთქავდე...
მინდა დაგიცვა...
მინდა მიყვარდე და შემეძლოს...
უფალს ვთხოვ რო კარგად იყო,
ბედნიერი იყო,
გახარებული იყო,
სუ ვთხოვ ღვთისმშობელს სიყვარული გაჩუქოს,
გაგათბოს,
დაგიფაროს...
ვგიჟდები,
ვკვდები,
აღარ შემიძლია,
ვეღარ ვუძლებ,
ამდენ
სიყვარულს,
ეს
აუტანელია,
შევიშალე,
ეს გული ვეღარ ,
იხლიჩება,
არაფერი აღარ მსურს,
არაფერი ვიცი,
ყველაფერს ვგრძნობ,
მინდა შეგეხო,
შენს თითებს -
მინდა შევაკვდე შენს ტუჩებს...

ადვილია მარტო ბრძოლა,
 მხოლოდ საკუთარი თავის და ღმერთის იმედზე ყოფნა, 
იმდენი ხანია მოწყვეტილი ვარ მატერიალურ სამყაროს,
დამავიწყდა მისი ყველაფერი, სუ დავფრინავ, იცი ამოუწურავია შინაგანი სამყარო, 
დამავიწყდა მიწიერი ცხოვრება,
მისი ყველაფერი მძიმეა ჩემთვის,
გადაწყვეტილი მქონდა , მეთქი უნდა გავფრინდე,
შენით დამიჭირეს მიწაზე,
შენმა სიტყვებმა,
ღვთისგან იყო ეგ და შენ გამოქმედა სხვა ვერავინ შემაცვლევინებდა აზრს ასე მგონია...

იცი როგორ მიყვარხარ,
იცი როგორ მეშინია შენი დაკარგვის?!
იცი როგორ მინდა რო ადამიანური სამყარო გაჩუქო,
ვკვდები,
ვერ ვქაჩავ,
შევეწირებოდი მაგრამ სხვა გეგმები აქვს ღმერთს,
მარა მაინც ეს არაა სრულყოფილი ოცნება,
ღმერთის და ანგელოზების სამყაროში წაგიყვანდი 
რომ შეიძლებოდეს გაქცევა აქედან შექსპირისეულ რომანისებურად...
ეს ძან სისულელეა უბრალოდ ხანდახან მერომანტიზმება ძან მსგავსი დასასრულის დასაწყისი...
საინტერესოა აქაც, უბრალოდ შეზღუდულია შესაძლებლობები, სხეულის ციხე, გარშემო საგიჟეთი , დამღლელია...
მომბეზრდა...
ქვეყნის მუღამი მე დავკარგე, აქ არაფერია ისეთი რისთვისაც ღირს ბრძოლა, ყველაფერი წარმავალია, ღვთის გლახად მივყვებოდი აქაურობას და არაფრის ინტერესი არ მქონდა სიყვარულის გარდა...
თუ მომცემ იმედს ვიბრძოლებ შენთვის !
ჰაჰ...
გიორგობას გავცოცხლდი აქ არსებობისთვისაც...
ისედაც ვიბრძოლებ, როგორც ადამიანი ადამიანურად სიცოცხლისთვის, უბრალოდ მინდოდა მომეწერა...
ხანდახან ვხედმგონია რომ შენც გიყვარვარ ისე, უსაზომოდ,
და ეს ყველაზე ლამაზი, სიმშვიდის მომგვრელი ფიქრია, მაგ დროს მინდა ყოველივე და ყველაფერი გაჩუქო, მაგ დროს ვცოცხლდები ყველგან ერთდროულად, მაგ დროს ღმერთივით მიყვარხარ მეც და ნეტარებისაგან ვიბნიდები...
მეოცნებება სრულყოფილი სამყარო და შენ, შენ - მი დედოფალი - მის მწვერვალზე...

ნუ გგონია , უბრალოდ ადამიანისთვის უხილავი და მიუწვდომელია, იცი რა მომენტია, 
შენი სული მშვენიერია,
უნიკალურია,
ფენომენალურია,
რეალობა ესაა,
მე მისი უსაზომოდ შეყვარება მსურს...
ნდობა, უღალატობა, რწმენა,
სასუფეველი, სიყვარული , სიყვარული მინდა ჩვენს სულებს შორის აყვავდეს...
და მე მგონია რო ეს სიყვარული თვალებში და თვალების გარდა არსად და ვერცერთი სიტყვით ვერ გამოიხატება...

ერთია წერა, ხო, ლაპარაკი დამავიწყდა, ან არ ვიცი, შეიძლება არ ვიცი, იმდენი ხანია ადამიანებთან არ მილაპარაკია აღარ მახსოვს ვიცი თუ არა, კითხვა პასუ ხი ხო, ანუ რას ვგულისხმობ, სუ ვდუმ, ეს ყოვლდღიური და ერთიდაიგივე თემები ს ლაპარაკი არაა ჩემი, ვერ...
ძან მოსაწყენი ვარ ალბათ...
მაწუხებს ეს , არ მინდა შენთვის ვიყო მოსაწყენი...

იქნებ ცნობ მი სულს, გულს,
შეგიძლია ამ ადამიანს ერწმუნო და გიყვარდეს?
არსებობს ის სინაზე "ჩვენ" რომ ქვია?
არაა საჭირო მიპასუხო, უბრალოდ მინდა საკუთარ თავში გაცე პასუხი ამ საკითხს და დაფიქრდე საერთოდ რას ნიშნავს - ჩვენ - ერთობა და განუყოფლობა...

რამდენი ხანია მინდა მოგწერო...
მარა ვერ ვბედავ...
როცა რაღაც გესრულყოფილება,
უბრალოდ მაშინებს
მისი გარეალურება,
გინა შეხება, გინა საკუთარი გულის ჩუქება, როცა არსებობს რაღაც მომენტი რომ შეიძლება ვერ შეძლო მისი მოფრთხილება, მისი გაბედნიერება...
იცი რა ლამაზია აუხდენელი ოცნება,
იცი როგორ მელამაზები ეხლა?!
და მაინც,
მთელი გულით მინდა რომ ახდე...
მიყვარხარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი