მინდა დავთვრე


ო როგორ მინდა დავთვრე მარადისობის ჰანგებით,
ო როგორ მინდა ზეცის ტუჩებიდან შევსვა წითელი ღვინო,
ო როგორ მინდა დავთვრე სიყვარულით,
ო როგორ მინდა
არსებობდეს
მსგავსი
ფრთიანი
ვინც
გაიზიარებს
ამ თრობას
ჩემთან 
ერთად...
ო როგორ მინდა ვეზიარო სიყვარულის მარადიულ სიმთვრალეს...
ო როგორ მინდა
დასრულდეს
ეს მიწიერი
სისულელე,
ო როგორ მინდა
გაღმერთებდე,
ო როგორ მინდა
ვიყო ღირსეული ,
ო როგორ მინდა,
ო როგორ მინდა
შენთან ერთად
მარადისობა ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი