ძველ სავარძელზე სულის უკვდავების
როცა სუფთა სინდისს გულით გაუცინებ და როს სიმშვიდეთის იქმნებ მბრძანებელი, როცა სიმამაცით შავ სიკვდილს დასცინებ - მაშინ შეიქმნები სულით უძლეველი... იყვავებ ეკლიან სულნელოვან ვარდად - როდესაც სიმართლის გახდები დამცველი, ღვთაებრიულ შუბლზე ნათლის შარავანდად - მოგადგება ძველი დიდება ქართველის... როცა მოთმინებით განსჭვრეტ ყველა სასრულს და როს სიდიადით გრძნობის დამდაბლდები, როცა თავს შეწირავ მოყვასის სიყვარულს - მაშინ აღდგები და მაშინ ამაღლდები... კაცურს უგალობენ ზეცის ლეგენდები - როცა შეიყვარებ მაშინ დაბრძენდები - და ძველ სავარძელზე სულის უკვდავების ძლევაშემოსილი მძიმედ დაბრძანდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი