თეთრი სამება
არსებით ვეტრფი თეთრ სიფაქიზეს,ზეციურ ფიქრებს, თეთრი ვარდები, თოვენ სინაზეს, თოვენ თეთრ ფიფქებს... ვეალერსები ფიქრების თეთრ სულს, ვუსმენ მუზიკას, თეთრი სამება თოვს თეთრ სიყვარულს, თოვს თეთრ მისტიკას... ქორწილია და თეთრ ანგელოზის მესმის გალობა, გული ეხება სამოთხის ბაღის თეთრ რეალობას... გაფურჩქვნილია თეთრი ყვავილი, თოვს სილამაზეს, თეთრი დედოფლის მე მეზმანება სულის სინაზე... ის თეთრი კაბა უუსპეტაკესს ისე უხდება, ვითარ მთოვარეს ჯადოსნურ სხივთა აკიაფება... მიუწვდომელი ვით მონაზონი თეთრი მონასტრის, ო მე ის მხიბლავს თეთრი სიმორცხვით, თეთრი სინაზით... ო, ეს სხივები მე მაცოცხლებენ ტკბილი ამბორით, მზეო მინათებ, მე შენ მიყვახარ, ცისას ვამბობდით... ცაო შემრისხე, ან ამისრულე გულისა ნება, ყოველი არსი, მეფისა სული მას ემონება... - თავგანწირვაა,ზე თვისებაა ერთგულ გულისა, მარადი არის მხოლოდ ის გრძნობა: სიყვარულისა... გამოცხადება, სრული შეგრძნება ნეტარებისა, ისაა წვდომა უმაღლესისა სათნოებისა... ორი სამყაროს იდუმალება ერთურთს შეერწყა და ის არია უკვდავებისა, სულს შეელექა... არსებით ვეტრფი თეთრ სიფაქიზეს,ზეციურ ფიქრებს, თეთრი ვარდები, თოვენ სინაზეს,თოვენ თეთრ ფიფქებს... ვეალერსები ფიქრების თეთრ სულს, ვუსმენ მუზიკას, თეთრი სამება თოვს თეთრ სიყვარულს, თოვს თეთრ მისტიკას... 13-06-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი