სითეთრეს ვთესავ
სანამ აქა ვარ და სანამ ვსუნთქავ, სიყვარულს ვესავ, ამაოებას უარი ვუთხარ, სითეთრეს ვთესავ... მსურს და მწადია რომ ვიარსებო თეთრი აურით, სულიერ გრძნობათ თეთრ სამყაროში ვიმოგზაურო... ვყვარობ სიყვარულს, ზეცად მივყვები მუსიკის ფრთეებს, ვგრძნობ და განვიცდი შინაგან ნათელს და სულს ვამზეებ... ვეტრფი ფიფქიას, მის სილამაზეს: სათუთ-საკვირველს, მისი თოლები თოვენ სინაზეს, თოვა მანცვიფრებს... ლამაზი სული სიყვარულს მიხსნის, ცრემლები მომდის, და მეგობრობა წმიდა და სუფთა გულში შემოდის... ხო, უკვდავება სულაც არაა მიუწვდომელი, მე - საძაგელი მისი ტუჩების სიტკბო მომელის... და ის ღიმილი, მის ნაზ სახეზე, მაგონებსზეცას, სული ლაჟვარდებს, გული სიყვარულს, თრთთოლვას მიეცა... ვმეფობ, ვნეტარებ, ვბედავ, ვანთივარ, უცხო ცეცხლი მწვავს, გულთან გულისა, სულთ ამბორების, ტრფიალების მწამს... მე ქარიშხალი,ზეცად ასული, ფიფქებთან ვცეკვავ... მსურს ვიყო სული, რომელიც გრძნობით, ყოელს წალეკავს... თეთრი ოცნება მწვერვალებს მიწვდა ციერ გრძნობათა, თეთრმა მთოვარემ თეთრ ღრუბლებიდან გამოანათა... თეთრი გრიგალი გულში ბობოქრობს და ზეცას ესავს, თეთრი სამყაროს თეთრი ღმრთაება სიყვარულს თესავს... 21-06-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი