"უკვდავად მდგარიყავით ღმერთის სადარაჯოზე"


მარადისობა, ღვთიური წამი, ზეთ სიდიადე,
სულს შემოიჭრა ცის ჰარმონიად - სრული სიმშვიდე...
ო, ეს ჰანგები იმორჩილებენ ყოელ სულიერს,
ანი დაჰოე მუსიკად ჟღერს და ესმით ზეციერთ...
სუფევით მსუფევთ, მშვიდობისმყოფელთ, დიდება გმირებს,
გულის მეუფეთ, სულგანღმრთობილებს, დიდება ბერებს...
ქართველთ სიწმიდეს, ოჯახს, სამშობლოს, დიდება მარად,
ყოვლისშემძლე ღმერთს, ვეტრფოდეთ მუდამ, უკვდავად, მყარად...
კურთხეულ იყოს, გულით ქართველი, მამულის ფარად,
ჯვარითა სძლიეთ, მდგარიყავთ მარად, სიწმიდის ზარად...

სიყვარულს ეტრფის, მართალი სული, მარადთა მსგავსად,
კურთხეულნი ხართ, არსებით სრულნი, უფლის ხართ ხატად...

ვთესოთ ქართული, ვთესოთ სიკეთე, ვთესოთ სიმართლე,
მდაბალი მოიმკს, ციერ სიყვარულს, მარად სიმაღლეს...

ო, მე იმ წამის მონა ვარ მარად ზეცად რომ სუფევს,
დიდება ტრფიალს, დიდება მარად ზეციერ სულებს...

დიდება მარად, დიდება მარად, უკვდავს და წმიდას,
დიდება მამას, დიდება ძესა და სულიწმიდას...

22-06-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი