უსმინე სიჩუმეს


მდუმარე ნოტები, ღამის მესმის ხმები,
მნათი იდეებით, ლურჯი ფერით ვტკბები...
სიცხადეს აშუქებს, სიმშვიდეს გაჩუქებს,
უარჰყოფს სიცრუეს, უსმინე - სიჩუმეს...
მუსიკა სინაზის, იგია სავსება,
ყოვლისმთქმელში ყვავის ღმრთის იდუმალება...
ფრთაებია სულის, ფიქრებში საფრენად,
ეს წამია სრული -ზე მეს აღსაქმელად...

28-07-2019
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი