1 29

ასულიწმიდება


სამყაროს ზედა ცათა ცა არის "გალაკტიკური",
იქ მკვიდრობს წმიდა, ერი უკვდავთა, ზე გალანტური...

მიმაქროლებენ უკვდავებისკენ ლურჯა ცხენები,
ზეცა ვეშვები მარადისობის პერგამენტებით...

სულის თვალები ყველაფერს ხედავს, უყვარდეს ბედავს,
სასუფეველი შენშია, ხედავ?! გიყვარდეს ნებავს..!
ცავარსკვლავეთის უძირო სიღრმის ყველა პოემა,
მზეთა დიდება, შენშია ცათა უსაზღვროება..!
ღმერთი და შენ ხართ, სულის გულშია სრულყოფილება,
შენს და მას შორის სიყვარულია ასულიწმიდება..!

15-08-2019
კომენტარები (0)