თეთრი ზმანება
ცაა ჩუმი და იღება უცებ სამოთხის კარი, ცისფერ ღრუბლიდან ეშვება - თეთრი ქალწული თოვლი, ნისლისფერ მანდილს, უთეთრეს დალალს უწეწავს ქარი, ფრთათა ფარფატით თოვს ფანტელებს უნაზესად - მთრთთოლი... ანგელოზთ ჯარი, თან მოსდევს - ფიფქთა ღრუბელი თეთრი, ასპეტაკებს და ათეთრებს არეს სათუთი სულით, თეთრი მეუფე, გვერდზე მოყვება უმანკო ღმერთი, ო, რანაზია, რა სუფთაა - მათი სიყვარული... რა სიმშვიდეა, წამები ჩერდებ საათის რკალში, ო, რა ნაზად თოვს, ფიფქია თოვს თეთრ უსასრულობას... და ცაა ჩუმი, იღება უცებ სამოთხის კარი, და მე გულით ვგრძნობ, სულით ვეხები - მარადისობას... 22-08-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი