რომ შემეძლოს
რომ შემეძლოს შენს სულში გრძნობის მარადისობის - ავანთებდი ოქროსფერ სიყვარულის აისებს , დაგარქმევდი პრინცესას იისფერ უკვდავების და თმაში ჩაგაწნავდი თოვლის ედელვაისებს ... გრძნობის სულის ფრთაებით ავხატავდი სასწაულს და ლურჯ ციდან ოცნების მოგიწყვეტდი ვარსკვლავებს , ტრფობით - ლურჯი ფიფქების მოვიყვანდი გაზაფხულს - რომ შემეძლეს ვიპყრობდი შენი სულის მწვერვალებს ... ღამის ლურჯ სერენადებს გიმღერებდი ყოველდღე და გულზე მოგისევდი სიყვარულის ლაჟვარდებს , უკვდავების მგალობელ დაგიწერდი სონეტებს - რომ შემეძლოს ყოველდღე მოგართმევდი თეთრ ვარდებს ... ცაზე მივახატავდი უშველებელ ღრუბლის გულს - მივაწერდი ელვებით რომ მიყვარხარ თეთრ ამურს , დავხატავდი ოცნების საჰაერო გულის ბუშტს , იმ ბუშტით ღმრთის ედემში წაგიყვანდი მი მიჯნურს ... ყოველ ცისფერ საღამოს ჩვენ სამოთხის ლურჯ ბაღში - სატრფოს გეცეკვებოდი სინაზის მთოვ ცისფერ ვალსს , შენს გულს მოვიპარავდი სიზმრებით მარად ბავშვის - რომ შემეძლოს მოვთოვდი სიყვარულის რენესანსს ... განცდით მარადისობის - ხშირად გავაჩერებდი და დროში გავყინავდი საოცრების ცისფერ წამს , იისფერი ამბორით მასში დავატყვევებდი - ავუხსნიდი შენს ტუჩებს ვით მიყვარს და ვითარ მწამს ... ჩუმ თრთოლვით ავანთებდი შენს უნაზეს ფრთალურჯ სულს - შენს თვალებში მოციმციმ ავხატავდი სიხარულს , მი სულის მთელ სამყაროს - მოგიძღვნიდი მი ლურჯ გულს - რომ შემეძლოს ლექსებით აგიხსნიდი სიყვარულს ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი