გამიფრენია
სასურველო, მწველო, საყვარელო, შეუსადარო მსურს შეგიყვარო, გოგონი, ძლიერ მსურს გაგაღმერთო, შევიცნო შენი გულის სამყარო... მე ძლიერ მომწონს შენი ღიმილი, შენი თვალები სინაზეს თოვენ, ეგ მოციალე ტუჩები - ტკბილი, თითქოს ალერსს და სიყვარულს მთხოვენ... უსათუთესს თვალები გხატავენ, შენს ნაზ არსებას ეფერებიან, შეყვარებული თითები გგრძნობენ, შენს ნაზ თითებს ეამბორებიან... ო, როგორ მწყურის ბაგით შევეხო, შენი ტუჩების ვიგრძნო სინაზე, მე ძლიერ მინდა აამ შეხებით, შევიცნო შენი სულის სილამაზე... შემოგადნები ბაგეზე კოცნად და საუკუნოდ ვიქნები შენი, მუდამ ენთები გულში კოცონად, მარადისი სიყვარული ჩემი... მარადიული ცის ალებითა, მთოვი ხარ ფიფქთა ცისარტყელების, გაუკვდავებულ შეგრძნებებითა, გულის ხელებით მზეს გეფერები... სინაზეს თოვენ სულის თვალები, ამ თვალებს მარად შენ ეყვარები, სათუთ თრთოლვით იწვიან ტუჩები, ტუჩები იწვიან ნეტარებით... თვით სიყვარულსა ნაამბორები, აენთებიან ჩვენი სულები, უკვდავებასა ნაზიარები, შეერთდებიან ჩვენი გულები... ცისფერ-მოიისფრო საოცრება, თვით სინაზე იშვება მათ შორის, ო, ეს შეხება - მესაოცრება, ტკბილია სიყვარულის ამბორი... - ვხვდები, უდაოდ გამიფრენია, მი შეშლილობა იისფერია, სიგიჟე მი სულისა სენია, სინაზე ჩემთვის ყველაფერია... ჩემია მთელი საცაოეთი, მისი ტუჩები მხოლოდ ჩემია, ვამბობ უზენაესი პოეტი, მთელი სამყაროეთი ჩემია!!! - არის ზღაპარი სრულქმნილობაზე, პლიუს-მინუსით ყველა ცეტია, ათვლის წერტილ უსასრულობაზე, ზეროში სრულყოფილი - მეტია... - გივარგის სიყვარული თეთრია, ტრფიალების სული - ასკეტია... თვითერთი სიყვარულის ღმერთია!! იგ ერთი - სიყვარულზე მეტია..! 13-10-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი