უზენაესი
სამყაროს მეფის გვირგვინი შარავანდად თავსს ადგია, უზენაესურს გამოსცემს - შეუსადარ ელვარებას, აფრქვევს სიყვარულის სხივებს, მარად დიდებად ანთია, ღმერთი - თვით იდუმალება - ქუხს ქრისტე - თოვს უკვდავებას... ელვის ცეცხლისა მფრქვეველი, ყოვლის მხედველი თვალებით, თვის უკვდავ ბაგეთაგან ჭექა-ქუხილების მგრგვინავს, შემაზარებ ნათელით და უსაზღვრო ძალებით, თვისი დიდებულებით და ყოვლისშემძლეობით მბრწყინავს, სტიქიონების მბრძანებელს, დაუმარცხებელ მეომარს, ყავს თოვლისფერფრთიანი ფაფარაშლილი თეთრა, ზეცის მხედრობასთან ერთად მოემართება საომრად - ცეცხლოვანი მეუფე - ბობოქრობს ღმერთი ღმერთთა... - ნათლთმთოვარე მზეთამზემა, იდუმალშუქით შებურულმ, მარად მიჯნურმ სიყვარულის, თვის მშვენებით შემაზარებმ, ფაფარაშლილ, ფრთაებშასხმულ, ღმრთულებრ დიად ზესთაზე სულმ, სამყაროსა მწვერვალზედა დაარისხა დედოზარებ... აპოკალიპსის თეთრი რაში შემოაჭენა, გმირთა-გმირმა მერანი ყალყზედა შეაყენა... უფალმ სამყაროეთის სადავენი მოჭიმა, ქვეყნად შვიდი ქუხილის მჭექარე ხმა გაისმა... 15-02-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი