შეკრთა გარემო
თვალთაგან სიცოცხლის დედისა, ცისფერი ცრემლები დაცურდა... ღმერთო, ამ უმადურ მოდგმასა, არ მესმის - დედისგან რაუნდა? რა უნდათ სიცოცხლეზე ძვირფასი, რა დააშავა მისმა მშობელმა? ღმერთო, არ აივსო რისხვის თასი - წყევლადა ყოვლადწმიდის მგმობელთა? მამაო შენ ხარ სიწმიდის დარაჯი, შეხედე, დედის გულს ტკივა იარა, რაც ხდება მისთვის ყველას თუ არ დასჯი, აწ აღარ ავიღებ ხელში იარაღს... - მხედართმთავარსა თეთრსა გივარგის, მეუფებათა მეფე მბრძანებელს, ცეცხლოვანი ხელთ უპყრია შუბი, ბედის ბედაურს მგე მოაჭენებს... გრძნეულმა გრძნეულ გულის მფლობელმა, სიტყვა წარმოთქვა წყევლა-შერისხვით: ცხოვრების გზაზე ღვთის მგმობელებმა სირცხვილი ჭამეთ და სიმცირე სვით... 19-12-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი