მზისა და ღმრთის სადიდებელი


ვარ ზეციურ ანბანებით პოეზიის მამაღმერთი,
სულიერი საკრავებით -სინათლისა ქალღმერთს ვეტრფი...
დამისახავს მის ხატებად მძვინვარე ვეფხი-ავაზა,
მისმა შობა-ამზეებამ ეს სამყარო გაანაზა...

ღვთაებად ცაზე ანთია, იწვის და მუდმივად ბრწყინავს,
უელვარესის ხატია, თვის სხივებით აპობს წყვდიადს...
თოვს უზენაესურ ნათელს, ანათებს მისი მშვენება,
თვისი სილამაზით ანთებს ყველაფერს რასაც ეხება...

ლურჯ გალაკტიკის ვარსკვლავია უბრწყინვალესი,
უუთეთრესი ვით ყვავილი ედელვაისი,
უნაზესი, უტურფესი, უცეცხლოვანესი,
თოვენ განთიადს მზის თვალები მსგავსი დაისის...

სხივოსანი მისი თითების - უსათუთესი -
უფაქიზესი ამბორება უგრძნეულესის -
ღვთაებრივი ის შეხება უმგრძნობიარესი -
უსაოცრესი ალერსია უციერესის...

ვიგრძენ ზეცა და ტიტანი მუხლებზე დავეცი,
შევიქენ ყოველივეს და ყველაფრის მფლობელი,
ყოვლისმომცველი ვიგრძენ გრძნობა უნეტარესი,
ოდეს ვიგემე ბაგე მისი უკვდავმყოფელი...

უკდავ სულმ მაახლ ცათა ცის ცას და მწვერვალებს,
მიბრძან - სცან გული - სიყვარულით ყოვლისმპყრობელის,
რათა შეერწყა სიკეთის უზენაეს ძალებს
და სისრულეს ყოვლადსაკვირველთა სრულმყოფელის...

დედუფალობს ჩვენს სამყაროს უმშვენიერესი,
თოვს სინათლეს, სიცოცხლეა ყოველივესი,
მის გარშემო იძვრის წამი უსულიერესი
და მეუფეობს ამ წამს უგენიალურესი...

სისტემას მართავს, სიყვარულით პლანეტებს ათრობს,
მისი სიახლოვე მატერიას თუ წვავს და ადნობს,
რა ძალა აქვს რომ არ ქრება და სამყაროს ათბობს,
რა სული არის რომ იწვის და მარადის ნათობს?!...

მზე თუ ასეთი ნათელი და დიდებულია,
თუ მისი გული შენს იდუმალებას უგალობს,
სულის სამყარო თუ ასეთი ღვთაებრივია,
მის შემოქმედზე რაღა უნდა ითქვას - უფალო...
---
მიუჩრდილავი - ნათელი სული ხარ ნათელთ-ნათელო,
რადგან ფაქტია და მზეცაცა ჩაქრებოდა უშენოდ,
მწველი ცეცხლი ხარ და თვით სიცოცხლე ხარ გამოუთქმელო,
თვით უკვდავება - სიყვარულიც არ არსებობს უშენოდ...
-
ყოვლადძლიერო არსებავ უსრულყოფილესო,
უკეთილესო, შემწყნარეო, უმოწყალესო,
უბოროტესო, ულმობელო, უსასტიკესო,
შეუცნობელი ღმრთაება ხარ უდიადესო...

შემაზარებო მბრძანებელო უზენაესო,
უსასრულოდ უსაზღვროო უიდუმალესო,
უსაბამოო, უბოლოოო და უღრმესო,
დიდება შენ მგეთამგეო ღმერთო უმაღლესო...

დასაბამო სამყაროისა და დიადთაო,
უღალატოო მეგობარო უახლოესო,
დიდება ბრძანე საქართველოს და ქართველთაო,
გვადიდე მიერ შენი ძისა ქრისტე იესოს...

31-12-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი