წარდგომა


ცათა სასუფევლის კარიბჭე გამიღეს
და მე სულიერად ზეციერ სასახლის
ოქროსფერ დარბაზის ცისფერ ცენტრში გავჩნდი,
წინაშე ანგელოსთ, წინაშე მაღალის...

გარშემო უცხო სხივთა ფრთამალი
სინათლის ნაზი ჰანგი ცურავდა,
ირგვლივ თეთრებში მოსილი ხალხი
მხიარულობდა და ტაშს უკრავდა...

საოცარი მშვენიერებით მოკამკამე -
ჩემს პირდაპირ უზარმაზარი ტახტი იდგა,
რომელზედაც გამოუთქმელად მოკაშკაშე
კაცის მსგავსი უზენაესი მნათე იჯდა...

მე შემეშინდა და მუხლებზე დავეცი,
დარბაზში გამეფდა სრული მდუმარება...
„წამოდექი“ - მესმა სიყვარულმთოველი
სასწაულმოქმედი მძლე ხმა მქუხარებად...

ეს ხმა ჩემთან მოვიდა და ჩემში შემოვიდა,
განმანთავისუფლა და მაცნობიერებინა,
რომ ირგვლივ სრულყოფილი სიყვარული სუფევდა,
თავად ვერ გავბედავდი, ამ ხმამ წამომაყენა...

დიდების ტახტზე დაბრძანებულმა გვირგვინოსანმა
სამჯერ შემოჰკრა ხელის მტევნები ერთმანეთსა და
ამ მოქმედების ხმამ ყოველივე შეაზანზარა,
სმენა წამერთვა და სიხარული გამომეცხადა...

როცა გამოვერკვიე, ხალხის ხმა გუგუნებდა:
„ვაშა და ვაშა რწმენას, სიყვარულს და იმედსა“ -
„შემწეთა წმიდათა და მადიდებელსა მათსა,
დიდებაი უფალსა მას საკვირველმოქმედსა“...
-
ერთ მათგანმ თითი შემახო და მი სრული არსება ნათელმა მოიცვა,
მოულოდნელად ისევ სხეულში მი განწმენდილი სული ჩაიქცა...

არსება გუგუნებდა და გული ფეთქდა თრთოლვით,
ყურებში ჩამესმოდა - გიორგიუს ესრეთ სთქვი:

„სიყვარულისგან სიყვარულითა სიყვარულისთვის ქმედი ბუნება:
აგია იგი, ვისაცა სუფევს, ძალთაძალი მის დიდებულება“...
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი