გრგვინავს გივარგია
ზეცა ქუხს და ზეცა ელავს, მეომარი ფარ-ხრმალს ჭედავს, მეგა ძალა გულსა ღელავს, ცის რჩეულებს მნათე ბეჭდავს!! აჩნსა სიყვარულის დამღა, გულსა დუღსა სისხლის მაგმა, გონი სულა ფრენსა აღმა, იმზეაჭაბუკმა მარგმა!! იმეფოსა მუდამ ნაღდმა, იდიადოს სულით ვარგმა, ტარიელი, ზენა აღდგა, გაიხარეთ ყველა კარგმა!! ზე უფლებები აღუდგა, ამტკიცა ყოელი დოგმა, ლაშქარს სათავეში ჩაუდგა, გრიალებს მეომართ მოდგმა!! სულიწმიდამ აიტაცა, მოყმემა შეინავარდა, ქაჯთ ნესტანი გამოსტაცა, დედამიწა შეზანზარდა!! ჯაჭვიაბჯარი აისხა, ლაზარემ ენა აიდგა, ზენა ფრთაები შეისხა, მეფემ გვირგვინი დაიდგა!! მანა ზეთა შეუძახა: ოდითგანვე მივარგია, ცაზე ჯვარი გამოსახა: ზეობს, გრგგვინავს გივარგია!! 21-04-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი