სავსება
მარადისობის ლურჯ სამეფოში თუ გსურს სუფევა, ადამიანში უნდა ხედავდე უფლის ხატებას, უნდა გიყვარდეს განურჩევლადა სიკეთის ფესვი, სიყვარულისთვის სიყვარულითა წამზე გამეფდი... წუთისოფლის მთავარი ღვთის წინაშე მსჯავრდებულია, შარავანდედი შექმნილი მისგან ფლიდი და ტყულია, დიდებულება სიამეთ ცოდვის უგუნურთ უთქვიათ, ბოროტის საწყისი იმავ უგუნურთ უმალ უქიათ... შეუცოდველად ვერვინ გაივლის ამა სოფლის გზას, მზე უცოდველი ჩვენთვის განკაცდა, ღმრთაებისგან სთქვა: ცოდვილი ხარ და ზე აღემართე, შენში განსაჯე, ნუღარ შესცოდავ თავისუფალი, თუ გსურს განმტკიცდე... სინანული ამაღლებულ გულწრფელობის ზე ნიჭია, თავმდაბლობით მიტევება მშვიდობისმყოფელთ სულია, მოთმინება გვირგვინოსანთ დიდების საგანძურია, სიბნელეში სიარული სინათლით ნუთუ რთულია? კეთილშობილი არ დააშრობს იმედის წყაროს, მართალი ღვთიურ მცნებათ საუნჯით მუდამ ნეტარებს, უზენაესის რწმენით ერთგულზე მადლი გადმოდის, სულის სიწმიდით შეუძლებელი ქმნადი გამოდის... სიტყვა განსწმიდე თუ გსურს მიიღო უფლის წყალობა: ყველა გაიგებს ვერ ანგელოზთა ციურ გალობას, მარადისობის ლურჯ სამეფოში შევა სავსება: ჭეშმარიტებაა -სიყვარულისა მადლითა ღვსება... 17-04-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი