გიორგიუსის უკვდავების სადიდებელი
სასუფეველის ლურჯ ჰარმონიის უკვდავსა სულსა ოთხ სეზონისა, ოთხი სტიქიის ცეცხლის მეუფე - მეუფებათა უფალს გულისა, მიპყრია ქნარი გალაკტიკური - ვთოვ ცისფერ ჰანგებს თეთრ სამოთხისა, პოემას უვრცესს -გაუკვდავების -ვუმღერ მუზიკას სიყვარულისა... სულიწმიდისა საუნჯეთაგან გავცემ სიწმიდეს და ძლიერებას, გვირგვინოსანი ვგრგვინავ ბაგეთგან სიტყვათა ელვათ ჭექა-ქუხილებს, ღვთაებრივობით ადიდებული ვუგალობ სულით - იდუმალებას, ნათლისმცემელი თეთრი გიორგი ნიკოლაოზურ ვეტრფი დუმილებს... სიმამაცისა და სიმართლისა - თავმდაბლობისა და სინანულის - ჭეშმარიტების სადიდებელად აღმდგარა ჩემში ღვთის შვიდი სული, მარადისობის და უკვდავების ფრთაები არის მიჯნურთ სისრულის - კეთილი ნება რომელმაც შობა - თავისუფლება და სიყვარული... უმანკოა და ღვთაებრივია - სულიერი და ზეციურია - ცეცხლოვანი და ღმრთივჰმბრსწყინვალეა - განღმრთობილია უბიწო გული, სიწმიდის სული - სიყვარულია, სუფთა სინდისი კი მზიურია, საოცრებამდე უსასრულოა გამოვლინება ღვთიური სულის... შეხე თვის გულში ღმერთს ტაძარს უგებს, სხვა სულის ხატის სიწმიდეს ადგენს, ხედავ წმიდანსა ჯვარი უტვირთავს, ნახე სიკეთე შრომას ქადაგებს, მწირი ლოცვაში პოულობს ნუგეშს, პოეტი ტრფობით ლექსებს აღავლენს, აქ ყოველივე ხელოვნებაა, რაიც დიდებას ქრისტეს ღაღადებს... - სამთ ერთობაში საოცრად ყვავის გრძნობა ზემაღალ სისპეტაკისა, უზენაესი მათი ნებაა მთელს სამყაროეთს რომ აზანზარებს, ღმრთივბუნებოვან ერთ არსობაში - სამების - სუფევს ძე სიცოცხლისა, სულიწმიდისა მოსავს დიდებით - უკვდავებითა ის აღამაღლებს... შვიდთა მნათობთა ენერგიაა მგის სიმშვიდეში სულგანფენილი, იგი ღმრთაება - შემძლე ყოვლისა - შემოქმედია - ყოვლის მჭვრეტელი, ცათა სამეფოს მზეთამზე მნათედ და მარად მოძღვრად არს დადგენილი, მეფეთა მეფე უფალთ უფალი მარადისია და უძლეველი... დაითმენს ყოველს და არ შედრკება, არაფრად არ სცნობს ის ბოროტებას, დაუმარცხებელ მებრძოლ მეომარს შვენის განკითხვა - შურისძიება, ჭეშმარიტებით იქმს ყოველივეს, სიყვარულია მისი ბუნება, უზენაესი ღმერთის წინაშე ყოველი არსი მოიდრიკება... - შვიდი ვარსკვლავის გვირგვინი გადგას, სახე შენი ვით - მზე სხივმთოვარე, ათას ლეგიონს ანგელოზების მხედართმთავრობა მგე მეომარი, ცისარტყელაის შვიდსიმიან ჩანგს აკვნესებ ლაღად სულ-მოელვარე, ცეცხლის ენების ორლესულ მახვილს თან დაატარებ მხნე მაცხოვარი... ძალთაძალმან და ღმერთმან დიდების - სიმშვიდის სულმან სუფევა თოვე, გასაოცარმან ყოვლისმპყრობელმან ნებითა შენით ასაოცარე, სულად სულნელად სულნი აანთე და სიყვარული კვლავ ააყვავე, მნათობ ვარსკვლავთა მთოვარე-მზეო -აღმოჰბრწყინდი ცად და იელვარე... ღმერთთა ღმერთოო უსასრულობის - გულს უკვდავება შენ დაანათლე - რათა ვიქროლო ლურჯ სამყაროში თეთრი რაშებით ბობოქარ ქარად, შვიდთა მნათობთა ძალებით მმოსე - სულში აანთე შვიდი სასანთლე, იდუმალებავ მო და ამანთე - მუდამ და მარად - მუდამ და მარად... სუფევავ - ძალავ და დიდებაო ცათა ცის ციდან მუდამ იგრგვინე - გამოაშუქე უკვდავებითა უკვდავებიდან უკვდავებამდე, ნათელთ-ნათელო გამოუთქმელო მარადისობის ფრთებით იფრინე - სამარადჟამოდ და უსაბამოდ და უკუნითი უკუნისამდე... ამინ... 31-07-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი