ლეგენდად დარჩეს


სულთა მედროშე - მებრძოლი ღმერთის შთამომავალი,
აღმსდგარა სული - მეფე ღმერთბიჭის  - სულ სხვა სიმაღლის,
იგ უშიშარი - ვითარ უხორცო - გულით მავალი -
შუქურა არის ქართულ დიდების მზიურ სინათლის...

გასაოცარი იდუმალებით უშლია ფრთენი,
მოაგრიგალებს ბედისწერისა ცეცხლოვან ცხენებს,
ხორცის შიგნიდან ჯაჭვის პერანგი აცვია რწმენის,
მასში მეომრის წმიდათაწმიდა სისხლი ხმოვანებს...

მზერაში რისხვა, ხმაში ფოლადი, სიტყვაში ძლევა,
ქრისტეანილი აბჯარ-ფარ-ხმალი მართლმადიდებლის,
აუსხავს სულზე თეთრ სამოსადა ქრისტეს სუფევა,
მზის მუზარადი დაუდგავს თავზე სარწმუნოების...

ქართ-სულ-მპყრობელმან თეთრმან ქურუმმან მარადისობის -
დედოზარები მან დაარისხა ქართველთ ერთობის,
ხიდები გადო ციდან მიწამდე - ადიდა გრძნობით -
ანგელთა ენა - ენა გალობის - ენა ღმერთების...

ო, მის წინაშე ქედს იდრიკავენ მაღალი მთები,
იგ თოვს მძლე ლექსებს, ანათებს ვითარ მზე ამბიონზე,
აუზიდია ლეგენდარული ქართულ მითების
დიად მიზანთა დანიშნულება კავკასიონზე...

2019
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი