შემოქმედი


ახელს მთვარე ვერცხლის თვალებს, არეს ფიფქვად ეფინება,
სიიისფრე ცისფერ ღრუბელთ ცას უმღერის იავნანას,
ოკეანის ლურჯ ტალღების ნაზი ნანა ზღაპარს ყვება -
თუ ვით შექმნა ეს სამყარო შემოქმედმა დიდმა მამამ...

-

უსაბამომან იდუმალმან, უასაკომ და უჟამომან,
უსაწყისომან დასაწყისმან, უძრავმან და უბოლოომან,
უხილავმან და უნივთომან, სრულყოფილმან და უნაკლომან,
უცვალებელმან აბსოლუტმან, ზეარსებულმან არსობამან

სიცოცხლის მუსიკა მოთოვა და დასაბამი წარმოშვა,
როს მარადიულმან თვის უკვდავ ბაგეთაგან ბგერა გამოსცა...
სამყარომ სინათლის მხილველმა პირველი გალობა წარმოსთქვა,
ცამ თვალები გაახილა და ღვთის მშვენიერებით გაოცდა...

ცისარტყელას შვიდსიმიან ჩანგს შეაწყდა ნოტები გამებად
და უკვდავება სიყვარულის ნაზ მარადისობად გაჟღერდა,
თეთრ სასუფეველის მუსიკა არეს მოეფინა ჰანგებად,
ყოველივე და ყველაფერი ღვთის სადიდებელად ამღერდა...

-

მისით სუნთქავს ყველა სივრცე სიცოცხლიდან სიცოცხლეში -
ერთდროულად არის ყველგან - განფენილი ყველა დროში,
ყოველი და ყოველივე - ყველაფერი ყველაფერში -
ღმერთის სიტყვამ დააარსა თვით სამყარო  სამყაროში...
02-08-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი