თეთრი აჩრდილი
მე სიყვარულში გარდავიცვალე, ვამბობ მესია, ანგელოზი ხარ აწ ფერუცვლელი - წკრიალებს სიმი, მამამ მი სული გააქათქათა და ჩემში მესმის: „ფრთათა შრიალი ექვს ძლიერ ფრთათა თეთრ სერაფიმის“... - სული ბობოქრობს და მეუფლება უსაზღვროება, გული გუგუნებს, ხოდა ვსვავ ღვინოს - ქარიშხალს, გრიგალს, ვგრძნობ და განვიცდი, ჩემში შემოდის უსასრულება, ვერწყმი სტიქიას და სულის ფრთების ზეციერ გრიალს... ღვთაებრივი ხელთმიპყრია ქნარი, ვუსმენ ცის ფიქრებს, ვერწყმ სულიწმიდას, მი სულს ღმერთს ვუთმობ, ვგეშავ მქროლ ქარებს, ვარ მთოვარე მზე, გულბობოქარი, ვფიფქავ ნაზ ფიფქებს, სასუფეველის პარნასიდან ვთოვ მზე ნასხამ პწკარებს... საიქიოს მნათთ საიდუმლოთა ნაზიარები, ზეცა - მე ზღვა ვარ იდუმალების, მე საზღვრებს არ ვცნობ, ვით აქერონი მოვედინები ცის გრაგნილებით, ცეცხლით ვივსები მამა ღმრთისაებრ და მნათ-სხივებს ვთოვ... სახელი ძლევის ჩემი ცას წვდება: დიდი, მზისდარი, უზარმაზარი ძალაუფლებით მე ვარ აღვსილი, უფალმა მომცა მე ეს წოდება თეთრი მხედარის, მე ღმრთის სული ვარ დედამიწაზე - „თეთრი აჩრდილი“... 19-08-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი