შეშლილის ღაღადი
ჯვარზე გაკრული ტრფობის სულია, მიჯნურს აწვალებს მუდამ სავსება, თეთრი ქალღმერთის სიყვარულია სულ რომ თან ახლავს ნაზი წამება... - აქ ვერსად ჰპოვებ იმ გულის ძგერას, ვერას გააწყობ მარადი ბრძოლით, შენ გიწერია მიაპყრო მზერა სულეთის ზეცასლოცვით და თრთოლვით... შენს საიდუმლოს და სულის ჯვარცმას, ვერვინ შეიცნობს შენში მზეს მთოვარს, აქ სულ ბოლომდე მოგელის ტანჯვა, აქ გაგწირავენ ვითარ მაცხოვარს... ვერვინ გაგიგებს ობლობას სულის, უკვდავი გრძნობით ვინ მოგენდობა, აქ ვინ მოგაწვდის ხელს სიყვარულის, არ გაღირსებენ აქ შენ შენდობას... დაწვავ ამ ყოფას ყოლას მსაჯული და მარადისი გერქმევა წყევლა, ვინაც უარგჰყო ღმერთი და სჯული ელვა გაუპობ გულებს სუყველას... გწვავს ჯოჯოხეთი და გიხარია, რომ იმ სამყაროს შეხვდები სუფთა, გესლიანია ო ეს არია და მიხარია წამებ ასულთა... ვინც უარჰყავით გული მიჯნურის, წყეულიმც იყოს თქვენში სუყველა, თეთრი ღვთაების მწველი ამბორი დაგწაფებოდეთ გულებზე წყევლად... - მაშ რად ამანთო ღმერთმა რუსთველი და რისთვის ვწერდი ვეფხისტყაოსანს - თუ არ არსებობს ქვეყნად ნათელი ცრემლები ცვივა რისთვის შაოსანს... მაშ რისთვის მტანჯავს მარადი მერი, რისთვის ვუგალობ იდუმალებას, გალაკტიონი მაშ რისთვის ვმღერი, რომ სიყვარული არს უკვდავება... ბარათაშვილის ოცნებისფერი და ღვთაებრივი თუ არ ენთება, წყეულიმც იყოს ერიც და ბერიც თუ მიჯნურობა გადაშენდება... --- მკვლელი გრძნობაა გქონდეს მისჯილი - გიყვარდეს თუმც არგ ქონდეს უფლება, ო, რა ნაზია გრძნობა შეშლილის და რა დიადი - თავისუფლება... - მგზნებარე გული ეწვის ალებით, შეკვეცეს ფრთები და თოვს ვაებას... დუმს ბობოქარი იდუმალებით იგ შემოქმედი მეფე ღმრთაება... 01-06-2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი