ფიფქთ ამბორი


იყო ნაზი ღამე, ნაზი სიო ქროდა და სინაზეს თოვდა,
იდგა ჩუმი წამი, სიყვარულით თრთოდა, ფიფქი ფიფქს ეტრფოდა...
-
ლამპიონები ყვითელი შუქით ანთებდა არეს
და ყოველივე გარშემო იყო ცისფრად ელვარე...
ზამთრის თეთრი ცა თოვდა სინაზით უთეთრეს ფიფქებს
და თეთრი თოვლი ფენდა სამყაროს ნათელსა სხივებს...
ღვთის უკვდავ ბაგეს, შეაწყდა გრძნობა - მარადიულ გულს,
მთრთოლი ვით ფიფქი, სცვიოდა ცრემლი უფაქიზეს სულს...
ვარდისფერ ტუჩებს, ხატავდა გული -ფიქრებს შორეულს,
ეტრფოდა რიდით, უყვარდა კრძალვით, თრობამორეულს...
ნაზად და თრთოლვით ნაზი ფიფქები თოვდნენ სინაზით,
ასპეტაკებდნენ სულის სამყაროს თეთრ სილამაზით...
ფიფქავდა ზეცა და ქარს მოჰქონდა ზღაპარი შორი,
მიჯნური ბავშვი ხარობდა თოვლით და ფიფქთ ამბორით...

05-02-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი