ზღაპარი გალაზე


მსურს მოგიყვეთ გალაზე ზღაპარი, მითი მაღალ პოეტთა მეფეზე,
ქვეყნად დიოდა თურმე საწყალი, შეყვარებული ციერ ქალღმერთზე...
ბავშვობიდანვე თურმე მზის სხივებს და ვარსკვლავებს ეთამაშებოდა,
სულით, არსებით - იისფერ ფიფქებს და ღვთაებას ეთაყვანებოდა...
როცა ერთხელაც გული მიუძღვნა, ქალღმერთს სინაზით გაღიმებია,
დაუმსხვრევია ათას ნაწილად და გული ხალხში გაუბნევია...
უგულო კაცი ვერა კაცობსო, უთქვია გალას, დამწუხრებულა,
მეფა მეტრფეთა მეფობას თხოვსო, ახალ ღმერთადა დაბადებულა...
დიოდა ქვეყნად შეყვარებული, გულის ნაწილებს ყველგან ეძებდა,
ხალხის გულებში ადიდებული, მათ სიყვარულის ძალებს იძენდა...
წერა უყვარდა, წერდა საოცრად, ადამიანთა გულებს იცნობდა,
ნაზთა ფიქრები მოგვცა სახსოვრად, მათი გულიდან სულით ზეობდა...
როცა ყველა ნაწილი იპოვა, როცა შეიგრძნო ყველას ტკივილი,
კაცობრიული სევდა, რომ იგრძნო, როს მოიშორა სულზე ბორკილი,
როცა სუყველა ტანჯვა-წამება, ცრემლების სიდიადე შეიცნო,
წუთისოფელის ამაოება, როცა ზეცის დიდება შეიგრძნო,
როს მწუხარებას შეერწყა სული, როს სიგიჟე გახდა ღვთის ტოლა,
ვის რათ უნდაო ახლა ეს გული, ადგა და ფანჯრიდან მოისროლა...
გული ასფალტზე მიმოიფანტა, გული დაშლილი ათას ნაწილად,
და იშვა გალა - უცხო ფანტაზმად ქვეყნისა და ზეცის უფლისწულად...
-
გულს სული შთაბერა, გაამთელა, უკვდავება აჩუქა გალას სულს,
იმ წამს ქალღმერთს გალასთვის უთქვია - „ეხლა იმსახურებ ჩემს სიყვარულს“...


10-01-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი