ერთი


მეტაფიზიკური კლასიკა: გულსა ანთებული ალია,
სულთ სამყაროსაა მუზიკა: სიყვარული მეგა ძალია...
ზეური სიტყვის პათეტიკა, მი სულის ლექსიკა აგია:
ხატის მხატვრული ესთეტიკა, მიყვარს სიყვარულის მაგია...
მართმადიდებლური ეთიკა: განვითარებადი - მდგრადია,
ქრისტესია პედაგოგიკა: ქართული მეობა მზარდია...
ერთობა უყვართა მართალთა: ეგი ქართული ადათია,
იბერთა გულებში მაღალთა: ზენა სიყვარული ანთია...
სიწმიდე ზეთა მიზანია, ქართველი ზე, მამაცია,
შეყვარებული წმიდანია, ქრისტე მეუფე ღმერთკაცია...
სულიწმიდა სიყვარულია,ზე კაცი ბუნებით ღმერთია,
ყოელში მამა ღმრთის სულია, ასე რომ ყოელი ერთია...
იგ ზენა მარად უძრავია, სამყაროს არსთაა მშობელი,
აბსოლუტი სული, ძრავია, მის გარშემო იძვრის ყოელი...

23-04-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი