ამზეება


სამყარო იდუმალია, სამებისაა ტაძარი,
გვიმზერს, ცეცხლი და ალია, ღმერთი ხედვა და წვა არი...
რომელმან წყვდიადი ძლია, ჰქმნა ყოელი რაიც არი,
ღრმა-ერთის მეგა ძალია, ინებებსა და მზა არი...
პოემის არსი აგია: სიტყვა მნათეა მზიური,
პოეზიაა მაგია,  პოეტი მაგი ღვთიური...
მუზა, გრძნობა და არია, აზრი და რითმა ზეური:
ღვთაებრივი ზღაპარია, ლექსია თემა ციური...
ლექსი ესე ქართულია, ვხატავ თვითერთი ღმრთეება,
ხატის ბუნება სრულია, ამეება ასავსება...
საწყისი სინანულია, ნულიდან ახლის დაწყება,
რწმენა, ერთობა თქმულია: ღმერთის მეობით აღვსება...
გონი, გული და სულია, სამთ ერთობაა არსება,
მეობა სიყვარულია, მბობს უზეესი ღმრთაება...
უცოდველობა ბრძნულია, ერთთ, წმიდათაა უფლება,
როს არსება მართულია, სუფევს ღმერთის მეუფება...
ამზეება სტიმულია: ღმერთკაციაა ხატება,
პიროვნება ჩართულია?! გვირგვინოსანთ ხამს დიდება...


23-04-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი