პოემა შეშლილისა


უკვდავია წმიდა სული: მთავარი სიყვარულია,
მებრძოლი და მონანული: ადამიანი გულია!!
წერს კაცისა განგებასა: მართავს გული გონებასა,
სულიწმიდის ბუნებასა: ხამს დიდება ღმრთაებასა!!
მეუფე ყოელი უფლებისა: მბრძანებელია წმიდა გულისა,
იგ გვირგვინია უკვდავებისა: სიყვარულია ფრთაები სულისა!!
უზენაესურული თვითრწმენაა, ყოვლისშემძლეობის შემეცნებაა,
პოეზიაა, თავდავიწყებაა, სიყვარული - სისრულის პოემაა!!
-
სიყვარული სიმართლეა: ყველას სიყვარული გვშივა,
სიყვარული ტკივილია: უსიყვარულობა გვტკივა!!

თუ გტკივა კაცი ხარ, გოლგოთას გადიხარ,
თუ გიყვარს ღმერთი ხარ - მარადწამ ანთიხარ!!
-
ხმა ზე სიტყვისა მღაღადებელისა: მესმის პოემა მქადაგებელისა,
მესთან სრული გაერთიანებისა: მემესმის პოემა მდუმარებისა,
ზრდილობიანი მეტყველებისა: მესმის პოემა უბიწოებისა,
შინაგანი აზრის ჯანმრთელობისა: მესმის პოემა სულიერებისა,
გზა სიკეთისა და სიხარულისა: მე მესმის პოემა მოწყალებისა,
გზა ერთობისა, ერთსულოვნებისა: მესმის პოემა ბედნიერებისა,
გზა მშვიდობისა და ამაღლებისა: მე მესმის პოემა მოთმინებისა,
გზა ღვთაებრივი - უბრალოებისა: მე მესმის პოემა მიტევებისა,
გზა სიწმიდისა, უცოდველობისა: მესმის პოემა თავისუფლებისა,
გზა სიმართლისა და გზა განღმრთობისა: მე მესმისპოემა თავმდაბლობისა,
გზა თავდადებისა, თავგანწირვისა:მესმის პოემა უსაზღვროებისა,
ხმა სინათლისა, უსასრულებისა:მესმის პოემა მარადისობისა,
გზა გოლგოთისა და გზა აღდგომისა: მე ვიგრძენ ზე პოემა ჯვარცმულისა,
სიწრფელით სიკვდილის დამთრგუნველისა: მიყვარს პოემა გამარჯვებულისა...
-
მიყვარს პოემა ანი და ჰოესი: გზა სიცოცხლისა და უკვდავებისა,
თეთრ წიგნს წერს უზენაესი პოეტი: მე მიყვარს პოემა სიყვარულისა...
სულთ საანგელოსოს სინაზე სუფევს: ფრთაშესხმულია ღმერთის ფანტაზია,
თეთრი ფრთაების სილამაზე მნუსხავს, მე მიყვარს სინაზის - ზე პოეზია...
მე მინდა იქ, საცა ყოელი ზრუნავს: ერთმანეთის გაბედნიერებაზე,
მე მინდა იქ, საცა ყოელი ყვავის: თვის მეთი - სულიერების მწვერვალზე...
-
ქვეყანას გადავუშალ ღვთაების გული, იხილავს ყოველი სულითა ქართველი,
ვბობოქრობ სულ უკიდურესობის სული: სიმართლეს ვღაღადებ შეშლილის სახელით...

22-05-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი