გიყვარდეს
სამყაროსხელა ტკივილებს ატარებს, გული მგძნობიარე იწვის სიმართლით, ღმერთის სიყვარული ესმით პატარებს, ბავშვების ღმერთია სულ სხვა სიმაღლის... - გემონეთ, გმსახურეთ, ვერა გაიგეთ,აუწეველი ტვირთი ზე ავზიდე, ჯოჯოხეთს ჩაველ, ცოდვები გავშიფრე, ვეწამე, ვიტანჯე, ზეცა ვადიდე... ვლეწე ჯაჭვები ნაჭედი სატანის, თავისუფალთ სახარება გახარეთ, წყეული გვირგვინი პოეტთა მეფის, ეპოქის უფალმა დიდ ხანს ვატარე... - სულიერ გრძნობათა მეუფე ამბობს: გიყვარდეს, - ერთია საუფლო მცნება, გულთანა სიყვარულის წმიდა ამბორს: შენ წყვეტ, - ყოველივეა შენი ნება!! თავად ხარ საკუთარ ბედის მწერალი, შენი სამყაროს თავად ხარ უფალი, სიყვარულია მწვერვალთა მწვერვალი, ღმერთთა ღმერთმა გშობა თავისუფალი!! გძულდეს ქვე საქმენი - უსიყვარულო, გწამდეს - არაფერია დაფარული, სიკეთის ზღაპარია უსასრულო, ღმრთის სიყვარულს არა აქვს დასასრული!! - ცეცხლოვანი გრძნობა გულში შემოდის, ცოდვას წვავს, წმიდავს, შინაგანს ანახლებს, სინანულის ცრემლი თვალთაგან გადმოდის, როს გვიყვარს სული მზესავით ანათებს... - ღმერთმა მონანულთა სულზე გვაკოცა, აუხსნელი გრძნობით ჩვენ გავირინდეთ, ეს სიყვარულია ლოცვათა ლოცვა, ფრთაები - ცათაცამდე რომ ავფრინდეთ... "მი გულის უპირატესობა დავთმე, თავი დავიმდაბლე, შენ რომ ამაღლდე, მე ვიჩაგრები, შენს გამო ჯვარს მაცვეს,როს ამაღლდები ქართველო ზეცამდე?!" 25-07-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი