მამათა მამა


უკვდავებითა შეგმოსა ღმერთმა
სული მარადი და უძლეველი!!
მამათამამავ - დიდება შენდა,
შენ განანათლე ბაბუ ქართველი!!
შენ სიმამაცის აკვანსა არწევ,
ქართულ სულებში აღვიძებ დიადს!!
ფრთაებგაშლილი თეთრი არწივი,
ყიჟინადასცემ ლომურ ღრიალს!!
გამარჯვებული სული ხარხარებ,
დღესა შენი დაბადების დღეა!!
სუფრაზე მოსულ სტუმრებს ახარებ,
დღესა სუფრაზე თამადა მზეა!!
-
დიდება უფალს, აქა მშვიდობა,
სიმართლეს და სიყვარულს დიდება!!
ოჯახს და ქართველობას აღმრთობა,
წმიდანებსა და გმირებს დიდება!!
დროა მოსული საღვთო ქეიფის,
ეს სადღეგრძელო ასე ითქმება!!
შესვით სასმისი დიდი მეუფის,
გიორგი ბასილაძის დიდება!!
-
იუბილარი სადღეგრძელოს მბობს,
სმენა იყოსა და გაგონება!!
"ყველაფერს ქართულსა გაუმარჯოს:
და 2022 წელს საქართველოს გაბრწყინებას!!"

30-08-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი