მახსოვს ევა სამოთხეში
ბობოქარია სულის პოეზია, როცა მკვდარია სხეულში ვნება, მწვერვალი და აპოთეოზია, სიყვარულია ცის ხელოვნება... მოციალე და ოცნებისფერი, მიმზიდველი, ნაზი და გრძნეული: მაჯადოებს ქათქათა ფერის, ქალის შიშველი, თეთრი სხეული... უნატიფესი და თოვლისფერი, თლილი, სათუთი თითები, მწველი, უფაქიზესი, სინაზისფერი,მწვავს ამბორება გამოუთქმელი... ოცნების ვარდისფერი ტუჩები, მათზედ წერილი ცის სიმფონია, სულიდან წამოსული მუხტები, კოცნისას განცდილი ჰარმონია, სიყვარულისფერი ის თვალები და ზედ წამწამები განთიადის, თეთრ მზის ღმერთისფერი ღიმილები მე მკლავენ წლებია მირიადი... 23-10-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი