სდუმან პლანეტები
ვუსმენ ვიოლინოს გოდებას, სევდის ჰანგ შეაწყდა როიალს, ვერ ვმალავ სულში გაოცებას, ებრძვის გული საშინელ გრიგალს... - უცხო ტკივილებს ვუფიქრდები, სულის ტანჯვას ნაზიარები, წამებას ვეღარ ვუმკლავდები, ცას ზმანებებს ვემუდარები... ქრიან ფიქრები თვითმკვლელები, ჯვარზე მაკრავენ ტიტანები, მშურს გიჟების და შეშლილების მარად მფრინავი ტალანტები... --- ცაზე ბრწყინავენ ვარსკვლავები, სადღაც შორს სდუმან პლანეტები, მთვარეს ნაზ ტანგოს ვეცეკვები, ოცნებებში დავეხეტები... - ცხრა სამყაროს გალაკტიკები, კოსმოსები, მზის სისტემები, ცათა ცისა ფანტასტიკები, მთოვარია ღმრთის სიღრმეების... უმაგალითო მაშტაბების ეს უსასრულო სივრცეები, გულში ეტევა ყველაფერი, წვდებ ყველაფერს სულის სიმები... იგ მგალობელი სიყვარულის: სულიერი მარგალიტების, სრულყოფილების და სისრულის, მფიფქავია ბრილიანტების... --- ღმერთა, მი პატარა სამყაროდან, მი ცის მნათე მზეს გეთაყვანები, მი გულის ლურჯი გალაკტიკიდან, ულამაზესსა გეტრფიალები... უუნაზესს და უსპეტაკესსა, შეგშვენის სრული იდუმალება, სულით და გულით უფაქიზესსა, გიხდება წმიდას სრულყოფილება... სიყვარულისთვის ავაკვნესქნარი, მიუწვდომელი მეოცნებები, შეუსადარი და საოცარი, უსაზომოდ, ძლიერ მენატრები... უსათუთესს, შორეულ ზმანებას, გულში გინახავ და გეფერები, არააქვს ბოლო ჩემსა წამებას, გიგონებ მარად, უშენოდ ვკვდები... - ყოველივეს მეფა დედუფალი,მი თეთრი ქალღმერთი მენატრები, ცხრა სამყაროს ნაზი პატარძალი, მოკაშკაშე სულად მეცხადები... გეტრფიან მთოვარეს ვარსკვლავები და გიგალობენ გალაკტიკები, ღვთაებას ნაზ ტანგოს გეცეკვები, ცა მფიფქავია მარგალიტების... - გადამთვრალივარ შენი ფერებით და ოცნებებში დავეხეტები, თოვენ სიყვარულს ღმერთისფერები,იქ,სადღაც შორს - სდუმან პლანეტები... 25-10-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი