სიყვარულის მოიისფრო ალი


ცისარტყელებსა ხატავს ტალღებზე და აბრჭყვიალებს წვეთების მძივებს,
აელვარებს ლურჯ ოკიანეზე ოქროსფერი მზე ოქროსფერ სხივებს...
ზამბახისფერი ნაზი ღრუბლები სათუთ ვარდისფერად აფერადნენ
და უკანასკნელი მზის სხივები ცისფერ ჰორიზონტზე გაიფანტნენ...
-
იისფერად შეიღებაზეცა, აკაშკაშდნენ ვარსკვლავები მზისფრად,
ამობრწყინდა თეთრი მთოვარეც და ოკიანე აკიაფდ ვერცხლისფრად...
ლურჯმა ტალღებმა აშალეს ფრთები და ლივლივით ამღელვარდნენ ერთად,
ოქროსფერი სანაპიროს ხედი ააქათქათეს ქაფებით თეთრად...
-
მთოვარე ფიფქავს თეთრსა სხივებსა, მგალობელია ცა სიჩუმისა,
სილურჯე თოვს სულში სინაზეს და ისმის მუსიკა ოკიანისა...
-
მზე ოკიანისფრად მოელვარე, ელეგანტური, პეპლისფრთეება,
მანათობელა და სხივ-მთოვარე წყლიდან ამოდის ნაზი ღვთაება...
მნუსხავს მომაჯადოებელ მზერით, იგ საოცარ-თაფლისფერ-თვალება,
სამყაროეთის სიყვარულს მღერის, მისი გული თოვს იდუმალებას...
-
მის ბაგეთაგან ისმის არია და გულში ბადებს ტრფიალებას,
იგ სიყვარულის მეგა ძალია, წმიდა ენერგიით წმედს არსებას...
ცეცხლოვან ძალას სპეტაკი სულის, იგ წარმოადგენს თვით საოცრებას,
მასთან ერთობა არსების უდრის - სრულყოფილებასთან ამბორებას...
-
სამყაროები უგალობენ ერთს, იგ ერთი კი ასულიწმიდებას,
აიდიალებს მამაცი ქალღმერთს, ქრისტე ადიდებს ჭეშმარიტებას...
-
ამანთებელი ცეცხლია ქალი,ტრფიალით ნათლავს იდუმალება;
სიყვარულის მოიისფრო ალი, გულიდან გასცა ღმერთმა სამებამ...

27-10-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი