თოვს


თეთრი ანგელოსი შლის ფრთებს, იწყებს თოვას იდუმალ ფიქრების,
როცა ცათა ცად სული ფრენს, ტრფიალებით გალობენ ფიფქები...
--.
თოვს, თოვს, თოვს, მთოვარე ფიფქ-სხივებ სთოვს...
გულის ფიქრების გაცისკროვნებას,
არიას ღმრთისას, არსთა დიდებას,
უკვდავ გრძნობას - იგ თეთრ სიყვარულს თოვს...
თეთრ ღმრთაების მცნებაა ჩვენს მომართ,
მთოვარე უცოდველობას ითხოვს,
ის სიყვარული ყოველთა მიმართ,
სიმდაბლის პოემა სიმაღლეს თოვს...
თოვს, თოვს, თოვს, თეთრი ანგელოსი თოვს...
სულში სინაზეს, გულში სიყვარულს,
განღმრთობასა და აღმაფრენას სრულს,
აციერებას - იგ თეთრ ფიფქებს თოვს...
როცა სინანული ფიქრებად ფრენს,
მუსიკა სევდისა სინაზეს თოვს,
შინაგანი ტკივილი გვჩუქნის ფრთებს,
ცრემლები გზას ჩვენს განწმედას უთმობს...
თოვს, თოვს, თოვს, ძე ღმერთი იესო თოვს...
მარად სიმშვიდეს, უსაზღვროებას,
თეთრი სამყაროს მშვენიერებას,
სიცხადეს - თეთრ მარადისობას თოვს...
როცა ფიფქები სამყაროს წმიდავს,
მუსიკა სინაზის სიყვარულს თოვს,
თეთრი ფიქრები არსით წმიდაა,
სულის სისპეტაკე შეშვენის თოვლს...
თოვს, თოვს, თოვს, სულიწმიდა ღმერთი თოვს...
მარად ყვავილობს ნაზი ფიქრებით,
თეთრ სიცოცხლის ხეს ცვივა ფიფქები,
სამყაროს დედა სისპეტაკეს თოვს...
ვგრძნობ ბედნიერების გულთან ამბორს,
ნაზი ჰანგები შიგ სულში მათოვს...
თეთრი ფიფქების მუსიკა ამბობს,
სასუფეველში სიყვარული თოვს...
თოვს, თოვს, თოვს, ცათა ცის ღმრთაება თოვს...
ყოვლისმომცველ-ყოვლისშემძლეობას,
თვისს სიდიადეს, თვისსადიდებას:
მამა ღმერთი თეთრ უკვდავებას თოვს...
-
ცითმოვლენილი ფიფქები თოვენ...
ვით ფთაფარფატა ანგელოზები
ფრენენ მიწადა ღვთისაშვილები
და ღმრთაებრივ სიყვარულს გალობენ...
უგალობენ ანგელოზები თოვლს...
ფიფქების ერთობა სიყვარულს შობს...
მართლმადიდობა განწმედას ითხოვს...
სიმართლის პოემა განღმრთობას თოვს...
თოვს... თოვს... თოვს... თეთრი ანგელოსი თოვს...
არსებით აციერებას სრულს,
საკვირველს, სასწაულთა სასწაულს,
თეთრ სიყვარულს - უსაზღვროებას თოვს...
-
ანგელოზების თეთრი მეუფე,
პოეტი ღმერთი თოვს...
თოვს სიყვარულს,
სულში სინაზეს,
თეთრ სილამაზეს,
თეთრ ფიფქებს თოვს...

21-11-2019
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი