როცა აღმერთებ


როცა აღმერთებ, როცა აენთო,
მიჯნური გული გრძნობის ალებით,
როცა არ გაქვს უფლება შეეხო,
მას ვისაც ეტრფი მთელი არსებით,
როს  სიყვარული გულზე გეხება,
როდესაც სულში ყვავის მშვენება,
როდესაც ღმერთს მის კარგად ყოფნას თხოვ,
როდესაც ვერ ხსნი გული რასაც გრძნობს,
ცრემლები მოდის და ნაზად იწვი,
იწვი სავსებით, იწვის რულიად,
და იტანჯები მისი წყურვილით
- ეგ გრძნობა მკვლელი სიყვარულია...
-
უზომოდ მიყვარს თეთრი ქალღმერთი,
შორიდან ასე შეშლილი ვუმზერ;
და როგორც ჯვარზე გაკრული ღმერთი
- ამ უსაშველო წამებას ვუძლებ...

14-12-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი