როცა თეთრი თოვლი მოდის
სულში რა ლამაზად ბარდნის, ფიფქავს ნაზად გულით მორცხვი; როცა თეთრი თოვლი მოდის, ცის ქალღმერთი სულზე მკოცნის... - გრძნობათ სრული აღმაფრენა, თოვლთან ერთად გულში მოვა; სიყვარულის ფიფქთა ცვენა, აუ - როგორ მიყვარს თოვა... ნაზად იწყებს სული თრთოლვას, როცა ფიფქებს ირგვლივ ბარდნის; იცი როგორ მიყვარს თოვა? - როგორც არწივს ცად ლაჟვარდი... თოვლს ველი და ფიფქებს ვეტრფი, შენთან მოვალ როც ამოვა; ხელს ჩაგკიდებ, ჩემს მზეს გეტყვი - "აუ - რა კარგია თოვა"... 16-12-2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი